ივნისის მდგომარეობით ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული საგადახდო საკრედიტო ბარათების რაოდენობამ 562 350 ერთეული შეადგინა, რომლის 21%-ი VISA-ს საკრედიტო ბარათებზე მოდის, ხოლო 19%-ი Mastercard-ზე.
როგორც სებ-ის ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა, 30 ივნისის მდგომარეობით VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 120 254 ერთეულს შეადგენდა, ხოლო Mastercard-ის 106 056 ერთეულს.
ხოლო 336 040 ერთეული საკრედიტო ბარათი სხვა საგადახდო სისტემების კუთვნილებაა.
თუ VISA-სა და Mastercard-ის ბაზრის წილს საკრედიტო ბარათების მიმართულებით მიმოვიხილავთ სახეზეა, რომ 2024 წლის ივნისში 2022 წლის ივნისთან შედარებით VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 16%-ითაა შემცირებული, ხოლო Mastercard-ის 21%-ითა გაზრდილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ივნისში მაისთან შედარებით მიმოქცევაში არსებული საკრედიტო ბარათების რაოდენობა თითქმის 1%-ითაა გაზრდილი, ხოლო 2023 წლის ივნისთან შედარებით ასევე თითქმის 1%-ითაა შემცირებული.
საგულისხმოა, რომ ივნისის მდგომარეობით გამოშვებულ ბარათებში საკრედიტო ბარათების წილმა 6% შეადგინა.
უახლესი
8 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე10 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა10 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს