დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია Roamingo-ს სერვისებზე მოთხოვნა და რა გავლენა ჰქონდა EURO 2024-ს კომპანიის გაყიდვებზე

როგორია Roamingo-ს სერვისებზე მოთხოვნა და რა გავლენა ჰქონდა EURO 2024-ს კომპანიის გაყიდვებზე

15-07-2024 16:00:00

Roamingo • როუმინგო-ს სერვისები , რომელიც წარმოადენს ყველაზე იაფი, სწრაფი და ხარისხიანი eSIM ინტერნეტის მიმწოდებელ კომპანიას, თანდათან უფრო მოთხოვნადი ხდება. როგორც Business Insider Georgia-სთან Roamingo-ს მარკეტინგის მენეჯერმა თათია გოგიშვილმა განაცხადა, კომპანიის ლოიალური მომხმარებების რაოდენობა მზარდია. 

Roamingo ქართულ ბაზარზე მაინც ახალ მოთამაშედ ივლება, თუმცა მიუხედავად მისი მცირე „ასაკისა“ კომპანიამ მოახერხა და ქართველ მომხმარებლებში საკმაოდ მოთხოვნადი და გაყიდვადი eSIM პლატფორმა გახდა, რომელიც სხვა გლობალურ კომპანიებთან შედარებით, როგორიც არის მაგალითად Airalo და MobiMatter ტარიფებით საკმაოდ კონკურენტულია და სხვადასხვა სახის ინტერნეტ პაკეტებს საკუთარ მომხმარებლებს საკმაოდ დაბალ ფასებში აწვდის. 

„ზაფხულის სეზონზე ყველაზე მოთხოვნადი პაკეტები არის ევროპის პაკეტი, რომელშიც შედის ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი და თურქეთი. ყველაზე ხშირად ყიდულობენ 3 GB და 5 GB-იან პაკეტებს. თან ამ ეტაპზე 3 GB-იან ინტერნეტ პაკეტზე გვაქვს საკმაოდ დაბალი ფასები და აქედან გამომდინარე ძალიან გაყიდვადი პაკეტია. ცალკეული ქვეყნების ინტერნეტ პაკეტებიც აქტიურად იყიდება, საუბარია უფრო იტალიაზე, გერმანიაზე, საფრანგეთზე. უფრო ევროპის ქვეყნებია მოთხოვნადი. ყველაზე მეტად ამ ქვეყნებში მოგზაურობს ხალხი და რასაც ვაკვირდებით ზრდა არის“, - ამბობს თათია გოგიშვილი.

ზაფხულის ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად ცხადია Roamingo-ს სერვისებზე მოთხოვნა გაიზარდა. კომპანიის მარკეტინგის მენეჯერის თქმით, ზრდა უკვე მაისიდან შეინიშნებოდა და ივლისში Roamingo-ს სერვისებზე მოთხოვნა თითქმის გასამმაგდა კიდეც. 

„ზრდა სახეზეა, იმიტომ, რომ მაისიდან დაიწყო რეალურად სეზონი და ივნისში საკმაოდ გააქტიურდა. გერმანიის მიმართულებაზე გვქონდა ერთგვარი კამპანია, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ქვე-კოდი გავაკეთეთ და ჩვენს მომხმარებლებს გერმანიის 1 GB-ს ვუქნიდით. ამ კამპანიის ფარგლებში ძალიან გაიზარდა მოთხოვნა. გერმანიამ ძალიან კარგი შედეგები მოგვცა, რადგანაც ამ კამპანიამ ძალიან კარგად იმუშავა. უკვე ეს ხალხი ვინც გერმანიაში სარგებლობდნენ Roamingo-ს ინტერნეტით უკვე ჩვენს ლოიალურ მომხმარებლებად იქცნენ და სხვადასხვა ქვეყნებში ვინც მიდის, ან გეგმავს მათი ფიდბექიდან გამომდინარე ვიცით, რომ ჩვენი სერვისებით ძალიან კმაყოფილები არიან.

რაც შეეხება გერმანიაში გამართულ Euro-2024-ს, მომხმარებლების რაოდენობა რეალურად გაორმაგდა. რაც იყო ყოველდღიურ, ან ყოველთვიურ ჭრილში გაყიდვები Euro-2024-ის ფარგლებში ფაქტობრივად გაორმაგდა და ამ თვეში უკვე გასამმაგებაზეც გავალთ.

ამ კამპანიამ მართლა ძალიან ბევრი მომხმარებელი მოიყვანა. რადგანაც ძალიან ეფექტურო გამოდგა და ძალიან ბევრ მომხმარებელს გავაცანით Roamingo. ბევრმა პირველად გამოიყენა Roamingo, ბევრიც ისედაც იყენებდნენ და საბოლოო  ჯამში მათი მხრიდან კმაყოფილებაა“, - აცხადებს Roamingo-ს მარკეტინგის მენეჯერი. 

თათია გოგიშვილის თქმით, შემოდგომიდან ტურისტული სეზონის დაწყების გამო საკმაოდ გააქტიურდება ეგვიპტე და დუბაის მიმართულება, სადაც ქართველები საკმაოდ მოგზაურობენ. 

„შემოდგომაზე აქტიურდება ეგვიპტე, დუბაი, ზამთარში კი საშობაო პერიოდში აქტიურია ვენა, პრაღა, ბუდაპეშტი, სადაც საშობაო მარკეტებია ასეთი ქვეყნები და ქალაქები საკმაოდ აქტიურდება. საახალწლოდ აქტუალური მიმართულებაა ასევე გერმანია“, - ამბობს Roamingo-ს მარკეტინგის მენეჯერი.

შეგახსენებთ, რომ Roamingo ცნობილ ქართულ ტექნოლოგიურ კომპანია Lemondo-სთან პარტნიორობით შეიქმნა, რომელსაც მრავალ წარმატებულ და პოპულარულ პროდუქტზე მუშაობის გამოცდილება აქვს და კარგად იცნობს საქართველოს ბაზრის საჭიროებებს. Lemondo-სთან პარტნიორობით, აპლიკაცია რეკორდულად მოკლე ვადაში შეიქმნა და იგი თავიდანვე ხელმისაწვდომია როგორც iPhone-ის, ისე Android-ის eSIM-თავსებად ტელეფონებთან.

Roamingo-ს ინტერნეტპაკეტებით შეგიძლია დაგეგმო დიდი მოგზაურობები და გაიაქტიურო ინტერნეტი მსოფლიოს 146 ქვეყანაში. დეტალური სიის და ფასების სანახავად, გადმოწერე აპლიკაცია ios: App Store android: Google Play.

Roamingo-ს დახმარებით შეძლებ დარეკო ან გაგზავნო მესიჯები ნებისმიერი ონლაინ აპლიკაციით

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები