დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია მოთხოვნა აგრობადეებზე - „აგრობადე“

როგორია მოთხოვნა აგრობადეებზე - „აგრობადე“

23-07-2024 15:00:00

აგრობადეებზე მოთხოვნა არის, თუმცა ფერმერებს თანხის გადახდა უჭირთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია „აგრობადეს“ დამფუძნებელმა ავთანდილ მაისურაძემ განუცხადა.

„ჩვენც და ფერმერებმაც მივმართეთ სახელმწიფოს, რომ აგრობადეების სუბსიდირება, რომელიც 10%-ს შეადგენს გაზარდონ. ამასთან ერთად სახელმწიფოს მხრიდან სარწყავი სისტემის დაფინანსება 50%-ია, ნერგების 70%. მოლოდინის რეჟიმში ვართ, რადგან ფერმერებს აგრობადეების შესყიდვა უჭირთ, გაყიდვების იმ რაოდენობაზე ვერ გავედით, რასაც ვპროგნოზირებდით და მოლოდინი გვქონდა.

საქართველოში დამზადებული აგრობადეების 1 კვადრატულის ფასი 1 ლარია, რაც  იმპორტირებული ბადის ღირებულებაზე ნაკლებია. თურქული ბადეები 1.30 ლარი ღირს. იმპორტი კონკურენციას  ვერ გვიწევს, საჭიროა სუბსიდირება, რომ გაყიდვები გაიზარდოს“, - ამბობს ავთანდილ მაისურაძე.

აგრობადე“ 24 საათში 7-8 ათას კვადრატულ მეტრ პროდუქციას ამზადებს. მეწარმის ინფორმაციით, 1 ჰექტარზე გაშენებულ ხეხილის ბაღზე ბადის მონტაჟის ფასი დაახლოებით 35 ათასი ლარია, ხოლო ვენახის შემთხვევაში 13-დან 15 ათას ლარამდე. ბადეების გარანტია 7-8 წელია.

ქარელის რაიონის სოფელ რუისში 2023 წელს გახსნილი საწარმო „აგრობადე“, ერთად-ერთია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე სეტყვის საწინააღმდეგო ბადეს აწარმოებს.

საწარმო USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით გაიხსნა, სადაც დღეში 10 000 კვ.მეტრი სეტყვის საწინააღმდეგო ბადის წარმოებაა შესაძლებელი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები