დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია კომერციულ ბანკებში ფიზიკური პირების მიერ ლარში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა და საპროცენტო განაკვეთები

როგორია კომერციულ ბანკებში ფიზიკური პირების მიერ ლარში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა და საპროცენტო განაკვეთები

27-03-2024 12:00:00

კომერციულ ბანკებში ფიზიკური პირების მიერ ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ თებერვლის ბოლოსთვის 9,593.6 მლნ ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებლები კი წლიურ ჭრილში 40%-იან, ხოლო თვიურ ჭრილში 3%-იან ზრდას აჩვენებს. 

კომერციულ ბანკებში ლარის დეპოზიტებიდან 56%-ი ვადიანი დეპოზიტებზე მოდის. თებერვლის ბოლოსთვის ლარში ვადიანი დეპოზიტების მაჩვენებელმა 5,405.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც იანვრის მაჩვენებლებს 4%-ით აჭარბებს, ხოლო 2023 წლის თებერვლის მაჩვენებლებს 42%-ით.

სებ-ს სტატისტიკა ცხადყოფს, რომ 2024 წლის თებერვლის ბოლოსთვის ლარში დენომინირებული დეპოზიტების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 10.73%-ი იყო, მაშინ როდესაც იანვრის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 10.79%-ის დონეზე იყო, ხოლო 2023 წლის თებერვლის ბოლოსთვის 12.05%-ი. 

ვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები კი ასე გამოიყურება:

  • 1 თვემდე - 10.82%
  • 1-3 თვემდე - 11.18%
  • 3-6 თვემდე - 11.19%
  • 6-12 თვემდე - 11.5%
  • 1 წელზე მეტი - 12.0%
     

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები