ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების (ნაშთები) მოცულობა ერთ თვეში 3,4%-ით გაიზარდა. სებ-ის ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2024 წლის მაისის მდგომარეობით კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე (რეზიდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე) გაცემული სესხების მოცულობამ 54 541,1 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2024 წლის აპრილის მაჩვენებელი 52 744,3 მლნ ლარი იყო.
თუ აღნიშნულ მაჩვენებლებს წლიურ ჭრილში გავაანალიზებთ, სახეზეა 23%-იანი ზრდა. 2023 წლის მაისში ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების (ნაშთები) მოცულობა 44 490,5 მლნ ლარის დონეზე იყო.
მიმდინარე მაჩვენებლების მიხედვით, ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების 47%-ი იურიდიულ კომპანიებზე გაცემული სესხებია, აპრილის მაჩვენებლებით საუბარია 25 408,9 მლნ ლარზე. თვიურ ჭრილში აქ ზრდა 4%-ია, ხოლო წლიურად - 28%-ი.
რაც შეეხება შინამეურნეობებზე გაცემულ სესხებს 2024 წლის მაისის მდგომარეობით 29 132,2 მლნ ლარია, ზრდა აპრილთან შედარებით 3%-ია, ხოლო 2023 წლის მაისთან შედარებით 18%-ი.
უახლესი
12 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7428 ლარი გახდა13 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო