სებ-ი ინფლაციური მოლოდინები და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ბიზნესის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც სექტემბრის მაჩვენებლებს ასახავს.
ირკვევა, რომ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის მიხედვით, სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები მომატებულია. ერთი მხრივ, გაზრდილია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 4%- 6%-ის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ფიქრობენ. მეორე მხრივ, დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ცვლილებას უფრო დაბალ ინტერვალში, 2%-4%-ის ფარგლებში, ელოდებიან.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია. ერთი
მხრივ, აგვისტოსთან შედარებით, მკვეთრად მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 6%-8%-ის ზრდის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ელოდებიან. მეორე მხრივ, დაკლებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას შედარებით დაბალი ზრდის ინტერვალში, 0%-2%-ის ფარგლებში, ელოდებიან.
გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში მომატებულია. კერძოდ, სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით მომატებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 4%-6%-ის ზრდის ინტერვალსა და 8%-ზე მეტად ელოდებიან. ამავე დროს დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას შედარებით დაბალი ზრდის ფარგლებში, 0%-2%-ის მიდამოში ვარაუდობენ.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე შემცირებულია. კერძოდ, დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 0%-10%-ის ფარგლებში ელოდებიან. ამავე დროს, გაიზარდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას შემცირების ინტერვალში, -10%-0%-ის ფარგლებში ფიქრობენ.
გამოკითხულთა აზრით, სექტემბერში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) აგვისტოსთან შედარებით გაზრდილია.
უახლესი
11 საათის წინ
ახლად არჩეული პარლამენტის სხდომა 10 დღის ვადაში შედგება1 დღის წინ
ისარგებლეთ Meama-ს ექსკლუზიური შეთავაზებებით