დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია აშშ-სა და საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები

როგორია აშშ-სა და საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები

06-11-2024 13:00:00

აშშ-ში ექსპორტი 32%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტი 12%-ითაა შემცირებული. 

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ აშშ-ში 95,640.01 ათასი დოლარის პროდუქცია შეიტანა, რაც გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით 32,01%-იანი ზრდაა. 2023 წლის 9 თვეში საქართველომ აშშ-ში 72,448.95 ათასი დოლარის პროდუქცია გადაზიდა.

რაც შეეხება აშშ-ში ნომერ პირველ საექსპორტო პროდუქტს, ეს ფეროშენადნობები, რომელზედაც საქართველოდან აშშ-ში ექსპორტის 62%-ი მოდის.

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-ში ყიდის:

  • ფეროშენადნობები - 59,093.51 ათასი დოლარი;
  •  ყურძნის ნატურალური ღვინოები - 5,951.00 ათასი დოლარი;
  •  საფრენი აპარატების ნაწილები - 5,225.82 ათასი დოლარი;
  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 4,951.13 ათასი დოლარი;
  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 3,813.18 ათასი დოლარი;

რაც შეეხება იმპორტს, აქ 12,4%-იანი კლებაა. 2024 წლის იანვარ-სექტემბერში აშშ-მ საქართველოში 1,376,919.49 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განახორციელა, ხოლო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,572,560.99 ათასი დოლარის. 

აშშ-დან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია.

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-დან ყიდულობს:

  • მსუბუქი ავტომობილები - 1,249,641.17 ათასი დოლარი;
  • თხილი და სხვა კაკალი - 30,828.85 ათასი დოლარი;
  • კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი - 18,679.43 ათასი დოლარი;
  • კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 5,351.98 ათასი დოლარი;
  • მოტოციკლები და ველოსიპედები, ეტლით ან მის გარეშე; ეტლები - 4,598.33 ათასი დოლარი;

  •  

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები