საქართველოსა და ესპანეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება. მიმდინარე სტატისტიკით ესპანეთში ექსპორტი 75%-იან კლებას, ხოლო იმპორტი 3%-იან ზრდას აჩვენებს. 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ესპანეთიდან 117,240.71 ათასი დოლარის ღირებულების იმპორტი განახორციელა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ქვეყანაში ესპანეთიდან 114,082.48 ათასი დოლარის პროდუქცია. ზრდა 2.8%-ია. ბოლო წლების სტატისტიკით, მიმდინარე წლის 7 თვეში ესპანეთიდან იმპორტმა რეკორდულ მაჩვენებლებს უკვე მიაღწია.
ესპანეთიდან საქართველოში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი, ღირებულების მიხედვით, მოსაპირკეთებელი ფილებია.
TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო ესპანეთიდან ყიდულობს:
რაც შეეხება ესპანეთში ექსპორტს აქ 74,9%-იანი კლებაა. 2024 წლის 7 თვეში საქართველომ ესპანეთში 18,067.35 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 71,896.18 ათასი დოლარის. ესპანეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი თხილი და კაკალია.
TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო ესპანეთში ყიდის:
უახლესი
22 საათის წინ
ისარგებლეთ Meama-ს ექსკლუზიური შეთავაზებებით