დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ შევურჩიოთ სასურველ კერძს ღვინო სწორად

როგორ შევურჩიოთ სასურველ კერძს ღვინო სწორად

17-08-2024 15:52:00

გიზიარებთ ბლოგს: საყვარელი კერძის დაგემოვნება გურმანებისთვის ერთი დიდი სიამოვნებაა, თუმცა სწორად შერჩეული ჭიქა ღვინო ვახშამს კიდევ უფრო დაუვიწყარ გამოცდილებად აქცევს. რომელ კერძს რომელი ღვინო მოუხდება, ეს დიდწილად პირად გემოვნებაზეა დამოკიდებული. ხოლო თუ ექსპერტების მიერ შემოთავაზებული საუკეთესო კომბინაციების შესახებ მეტი გინდათ გაიგოთ, მაშინ რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ. ძირითადად რა ფაქტორებზეა დამოკიდებული კერძისა და ღვინის გემოების სწორი კომბინაციის პოვნა და სხვადასხვა კულტურის სამზარეულოს რომელი ღვინო უხდება, ამის შესახებ Craft Wine Restaurant-ის მენეჯერი და კომუნალ კომპანიში ღვინის ხელმძღვანელი, მანჩო ჯობავა, გვესაუბრა.

რა უნდა გავითვალისწინოთ ღვინისშერჩევისას

ღვინისა და კერძის შეხამება შესაძლოა ზოგჯერ ცოტათი რთული ჩანდეს, მაგრამ, პირველ რიგში, თქვენი სურვილები უნდა გაითვალისწინოთ. ამასთანავე, ყურადღება უნდა მიაქციოთ თავად კერძის სტრუქტურას და იმასაც, თუ დღის რა მონაკვეთში აპირებთ მის დაგემოვნებას.

“ღვინის და კერძის შეხამებისას ადამიანის გუნება-განწყობილებას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია დღის მონაკვეთი და თუნდაც ამინდი. პირადად მე რომ მკითხოთ, ლანჩს მსუბუქი პეტ-ნატით ან ცქრიალა ღვინოთი გავიმრავალფეროვნებდი. სადილზე რაიმე სხეულიანს და ტანინიან ღვინოებს მივირთმევდი, ხოლო დღეს ერთი ჭიქა არომატული წითელი ღვინით დავასრულებდი. ღვინომ კერძის გემოები უნდა დააბალანსოს, უნდა სრულყოს და მისი მირთმევა უფრო სასიამოვნო უნდა გახადოს. თუ პროდუქტი რთული და ნოყიერი სტრუქტურისაა, შესაბამისად, სხეულიანი და მაღალმჟავიანი ღვინო უნდა შევუხამოთ. თუ ჩვენს მენიუში შედარებით მსუბუქი კერძია, მას უფრო ხალისიანი და არომატული ღვინო მოუხდება” — ამბობს მანჩო ჯობავა.

როგორ შევურჩიოთ ღვინო ქართულკერძებს?

როცა საქმე კონკრეტულ კერძებს ეხება, განსაკუთრებით კი ქართულ სამზარეულოს, ღვინის შერჩევა თავიდან დამაბნეველი ჩანს. თუმცა მანჩო ჯობავას აზრით, ასეთ დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ კერძის წარმომავლობასა და შესაბამის რეგიონში არსებულ მეღვინეობის ტრადიციებს. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ დღეს ღვინო და ყველი ერთ-ერთ პოპულარულ კომბინაციად ითვლება, პასუხის პოვნა აქაც ტრადიციებში შეგვიძლია.

“ყველი და ღვინო ადგილწარმოშობის მიხედვით ერთმანეთს საოცრად უხდება, რადგან ერთად დიდი დრო გამოიარეს. მაგალითად, როცა გუდის და კახურ შოთს ტანინიან ქისს დააყოლებ, ყველა კითხვას პასუხი თავად გაეცემა. ასევე, თუ დაუკვირდებით, საქართველოს რომელ რეგიონშიც გამორჩეული კულინარიაა, იქვე შევხვდებით მეღვინეობის განსაკუთრებულ ტრადიციებსაც. უფრო რომ დავაკონკრეტოთ, ხინკალი მთიდან მოდის, შესაბამისად, ხინკალს  ჭაჭა ან ჟიპიტაური შეგიძლიათ მიაყოლოთ. სხვა კომბინაციები კი ასეთია: ელარჯი და კუნძა, მწვადი და საფერავი, მეგრული კუპატი და ოჯალეში, შქმერული და რაჭული თეთრა, იმერული წიწილა ტყემალში და ოცხანური საფერე, ჭახრაკინი და გორული მწვანე”, — აღნიშნავს მანჩო ჯობავა.

სხვადასხვა კულტურის სამზარეულო დადესერტები

თუ გვსურს, ღვინო ამა თუ იმ კულტურის სამზარეულოს შევუსაბამოთ, მაშინ მათი კულინარიის ძირითად პროდუქტებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. რაც შეეხება დესერტებს, ამ შემთხვევაში, მანჩო ჯობავა უპირატესობის მინიჭებას ოდნავ მსუბუქი ღვინოებისთვის გვირჩევს.

“მაგალითად, ესპანური სამზარეულო გაჯერებულია ზღვის პროდუქტებითა და თევზეულობით, რომელსაც შევუსაბამებდი სხვადასხვა ტექნოლოგიით დამზადებულ შუშხუნა ღვინოს: კავას, პროსეკოს, პეტ-ნატს. ახლოაღმოსავლური კულინარია ქართულის მსგავსად საკმაოდ საინტერესოა თავისი სუნელებითა და ვეგეტარიანული კერძების მრავალფეროვნებით, რასაც ევროპული ღვინოებიდან ვერმენტინოს, სოვინიონ ბლანს, შევუხამებდი. ამ ღვინის დაბალანსებული მჟავიანობა კერძის გემოებს მნიშვნელოვნად გამოაჩენდა. როდესაც დესერტს და ღვინოს ერთმანეთს ვუხამებთ, ღვინო უნდა იყოს ოდნავ მსუბუქი, მინერალური და არ უნდა ფარავდეს დესერტის გემოებს, მაგალითად, რიზლინგი, პინო ნუარი, მერლო, კაბერნე, შირაზი და ა.შ.  მე პირადად ღვინოსთან ქართული ჩირეული და ჩურჩხელა მიყვარს, რასაც სიამოვნებით ვუხამებ კახურ ჭაჭაზე დაყენებულ ქარვისფერ ღვინოებს”, — დასძინა მანჩო ჯობავამ.

შეთავაზება SOLO მომხმარებლებს

ასეთ რჩევებს გვაძლევს მანჩო ჯობავა ღვინისა და კერძების კომბინაციებთან დაკავშირებით. ხოლო თუ გსურთ, საყვარელ კერძს ღვინო სწორედ ამ რჩევების მიხედვით შეურჩიოთ, პარტნიორ რესტორნებში სპეციალური შეთავაზებით შეგიძლიათ ისარგებლოთ: ეწვიეთ რესტორან Madre-ს, Weller-ს, Craft Wine Restaurant-ს ან ქუთაისსა და თელავში რესტორან დოლს და თქვენი SOLO ბარათით გადახდისას მიიღეთ 15%-იანი ქეშბექი.  Craft Wine Restaurant-ში ქართული კერძები და ნატურალური ღვინის ფართო არჩევანი დაგხვდებათ, რესტორან დოლში კი დახვეწილ იმერულ-მეგრულ კერძებს დააგემოვნებთ. Madre-ში ბასკური და ესპანური კერძებითა და შესაბამისი ღვინოებით გაგიმასპინძლდებიან, ხოლო Weller-ში აღმოსავლური სამზარეულოს გამორჩეულ კერძებს შეხვდებით.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები