სამყაროში ინფორმაცის მიმოცვლის ტემპები მუდმივად ჩქარდება, იზრდება სოციალური ქსელების და მათზე განთავსებული სარეკლამო მასალების რიცხვი. ამ გარემოში კი ბიზნესებს ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის დიდი ძალისხმევის გაწევა უწევთ. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა Ads Manager შექმნა და კომპანიებს 1 400 000-ზე მეტ მომხმარებელთან დაკავშირების შესაძლებლობაც მისცა. Ads Manager-ს სხვადასხვა ზომისა და პროფილის კომპანიები ყოველდღიურად იყენებენ და სამიზნე აუდიტორიაზე მორგებულ შეთავაზებებს ქმნიან. ამ სტატიაში კი მოგიყვებით, როგორ შეგიძლიათ უპასუხოთ მომხმარებლების სურვილებს და შექმნათ სხვადასხვა ტიპის შეთავაზება თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის.
როგორ განვათავსოთ შეთავაზება Ads Manager-ის საშუალებით?
პირველი ნაბიჯი ბიზნეს მენეჯერში შესვლაა. Manager.bog.ge-ზე ბიზნეს ინტერნეტბანკის ან ბიზნეს მობილბანკის მომხმარებლის სახელისა და პაროლის შეყვანით შეხვალთ, ავტორიზაციას გაივლით და Ads მენეჯერის მოდულზე გადახვალთ, სადაც დააჭერთ ღილაკს “შექმენით შეთავაზება”.
აღსანიშნავია, რომ Ads Manager-ზე წვდომისთვის დამატებითი რეგისტრაცია საჭირო არაა იმ შემთხვევაში, თუ ხართ დირექტორი ან უფლებამოსილი პირი. თუ თქვენ ხართ მარკეტინგის მენეჯერი, პირველ რიგში, უნდა შევიდეს დირექტორი და მან მოგიწვიოთ მარკეტერის როლით.
მომდევნო ეტაპი შეთავაზების ტიპის შერჩევაა, რომელსაც 5-საფეხურიანი მარტივი პროცესი მოსდევს:
თითოეული ეტაპის შესახებ დამატებით ინფორმაციას ამ ვიდეოდან მიიღებთ.
რა ტიპის შეთავაზების შექმნაა შესაძლებელი Ads Manager-ით?
Ads Manager-ით სხვადასხვა შეთავაზების შექმნაა შესაძლებელი. მათ შორისაა ქეშბექი, ფასდაკლება და პლუს ქულების დაგროვება. ის, თუ რომელი მათგანი ერგება ყველაზე უკეთ ბიზნესის მიზნებს, შეთავაზების შექმნის საწყის ეტაპებზევე შეგიძლია გაიგოთ. მას შემდეგ, რაც მიუთითებთ სასურველ მიზნობრიობას (გაყიდვების ზრდა, მომხმარებლების მოზიდვა, ლოიალურობის ზრდა, საშუალო გადახდის ზრდა), პლატფორმა თვითონ გირჩევთ ოპტიმალურ აუდიტორიასა და შეთავაზების კონკრეტულ ტიპს.
ვის შეუძლია Ads Manager-ის გამოყენება?
ფუნქციონალით შეთავაზების შექმნა ნებისმიერი ზომის ბიზნესს შეუძლია. ამისათვის საჭიროა, ფლობდნენ პოს-ტერმინალს ან გადახდების ონლაინ მეთოდებს ელ.კომერციის პლატფორმებზე. იმ შემთხვევაში, თუ ჯერ არ გაქვთ გადახდის მეთოდი, სასურველი გადახდის მეთოდის მოთხოვნა ბიზნესმენეჯერიდან, ონლაინ, მარტივადაა შესაძლებელი.
სად ხედავს მომხმარებელი შეთავაზებებს?
მას შემდეგ, რაც შეთავაზებას გაუშვებთ, მომხმარებლები მას საქართველოს ბანკის ციფრულ არხებში - მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე ნახავენ. იმისათვის, რომ მეტმა ადამიანმა იხილოს ეს შეთავაზება, მისი ბმულის გაზიარება ბიზნესს, სურვილისამებრ, საკუთარ სოციალურ ქსელებში ან სხვა პლატფორმებზეც შეუძლია.
შესაძლებელია თუ არა Ads Manager-ში სტატისტიკური ინფორმაციის ნახვა?
Ads Manager მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად საუკეთესო პლატფორმაა, რადგან შეთავაზების გაშვების შემდეგ, მის პროგრესზე დაკვირვება რეალურ დროშია შესაძლებელი. შეთავაზების დასრულების შემდეგ კი Ads მენეჯერში შედეგების შესახებ დეტალური ანგარიში გამოჩნდება. მათ შორის დააკვირდებით შემოსავლების დინამიკას, უნიკალური მომხმარებლების რიცხვს, დემოგრაფიულ მონაცემებს და სხვა პარამეტრებს.
ფასიანია თუ არა Ads Manager?
Ads Manager-ის გამოყენება უფასოა. ბიზნეს მომხმარებელს მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე შეთავაზების გამოსაქვეყნებლად დამატებითი საკომისიოს გადახდა არ სჭირდება - დანახარჯი ბიზნესის მხრიდან მხოლოდ ის სარგებელია, რასაც მომხმარებელს სთავაზობს - მაგალითად, „30% ქეშბექი“.
თუ გსურთ შეთავაზების შექმნა ეწვიეთ manager.bog.ge-ს; შეთავაზების შექმნის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ნახეთ ეს ვიდეო;
უახლესი