სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი პირველი სახელწიფო უწყებაა საქართველოში, რომლისუმთავრეს მიზანს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, საქართველოსსაინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია და ექსპორტის ხელშეწყობა წარმოადგენს. თავისმხრივ სააგენტო აერთიანებს 3 კომპონენტს: ბიზნესს, ექსპორტს და ინვესტიციებს.
„აწარმოე საქართველოში ‒ ბიზნესის“ მიმართულების მიზანია საქართველოში მეწარმეობისგანვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების/სასტუმროების შექმნისა და არსებულისაწარმოს/სასტუმროს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა.
„აწარმოე საქართველოში ‒ ბიზნესი“ კი რამდენიმე მიმართულებას/პროგრამას აერთიანებს, მათშორისაა მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამა.
სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტოკონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს. პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია როგორც ახალი, ასევე არსებული ბიზნესის გაფართოვებაც. შესაბამისად მონაწილეობის იღება შეუძლია როგორც ახალ, ასევე პროგრამსი ფარგლებში ერთხელ უკვე დაფინანსებულ მეწარმე სუბიექტსაც (გარდა იმ მეწარმე სუბიექტებისა, რომლებიც ამავე პროგრამის ფარგლებში დაფინანსდნენ 2020 ან 2022 წლის რაუნდების ფარგლებში).
პროგრამის ფარგლებში 300-მდე ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსებაა შესაძლებელი.
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის მიზანიამიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის, თანამედროვე სამეწარმეო კულტურისდამკვიდრებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის, ბიზნესის წამოწყებისათვის ან/დაარსებულის გადაიარაღებისათვის აუცილებელი ფინანსური მხარდაჭერა და ტექნიკური დახმარება. პროგრამის ფარგლებში ფინანსური დახმარების გაწევის გზით, როგორც არსებულ, ასევე პოტენციურმეწარმეებს ეძლევათ შესაძლებლობა წამოიწყონ საკუთარი საქმე. კერძოდ:
აცხადებს „აწარმოე საქარველოში მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანი უგულავა.
მისივე განმარტებით, პროგრამაში მონაწილეობა შედგება რამდენიმე ეტაპისგან:
ბიზნესიდეების კონკური - იდეების კონკურსის ფარგლებში ბიზნეს იდეების/ განაცხადებისრეგისტრაცია ხორციელდება ონლაინ რეჟიმში.
განაცხადების (ბიზნეს იდეების) განხილვა/შეფასება - ბიზნეს იდეების განხილვა/შეფასებაგანახორციელებს კონტრაქტორი ორგანიზაცია სააგენტოს მიერ დადგენილი და წინასწარშემუშავებული მეთოდოლოგიითა და შეფასების კრიტერიუმებით.
პირველადი კანდიდატების დატრენინგება პროექტის (ბიზნეს გეგმა) შედგენაში - წარმატებულიბიზნეს განაცხადების ავტორებისთვის კონტრაქტორი ჩაატარებს ტრენინგებს ზოგად მეწარმეობასა(მათ შორის საგადასახადო საკითხები) და ბიზნეს გეგმის შედგენასთან დაკავშირებით.
ბიზნეს გეგმების კონკურსი - ბიზნეს გეგმების კონკურსის ფარგლებში პროექტების მიღებახორციელდება ონლაინ რეჟიმში.
წარმოდგენილი პროექტის (ბიზნეს გეგმები) შეფასება - ბიზნეს გეგმების განხილვაგანხორციელდება კონტრაქტორის მიერ, სააგენტოს დადგენილი და წინასწარ შემუშავებულიმეთოდოლოგიითა და შეფასების კრიტერიუმებით, ასევე ბენეფიციართან გასაუბრების საფუძველზე. დამატებით, განხორციელდება ბიზნესის განხორციელების ადგილის მონიტორინგი.
ხელშეკრულების გაფორმება - ბიზნეს გეგმების შეფასების შედეგების შესაბამისადბენეფიციარებთან ხელშეკრულების გაფორმება.
თანამონაწილეობის თანხის დახარჯვა - სააგენტოსგან გრანტის მიღებამდე ბენეფიციარმა უნდაგახარჯოს საკუთარი თანამონაწილეობის თანხა.
გრანტის თანხის ჩარიცხვა - სააგენტოს მიერ, გრანტის თანხა ბენეფიციარის ანგარიშზე ჩაირიცხებამას შემდეგ, რაც განხორციელდება ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობის თანხითპროგრამული აქტივობების შესრულება და შესყიდვის სრული დოკუმენტაციის წარმოდგენა.
შუალედური და საბოლოო მონიტორინგი - პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ბენეფიციარისმიერ სამუშაოებისა და შესყიდული აქტივების, ასევე შესაბამისი დოკუმენტაციის ადგილზეინსპექტირება/ შემოწმება.
დამატებითი ტრენინგები - დამატებით ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფს კონტრაქტორი, ბენეფიციარების მოთხოვნის საფუძველზე სააგენტოსთან შეთანხმებით.
„პროგრამის ახალმა ბენეფიციარმა გრანტის მოპოვების შემთხვევაში, უნდა განახორციელოსსაკუთარი ფულადი თანამონაწილეობა მოთხოვნილი გრანტის ოდენობის 20%, ხოლო მაღალმთიანდასახლებებში 10% ოდენობით.
პროგრამის არსებულმა ბენეფიციარმა გრანტის მოპოვების შემთხვევაში, უნდა განახორციელოსფულადი თანამონაწილეობა მოთხოვნილი გრანტის ოდენობის 50%, ხოლო მაღალმთიანდასახლებებში 25%
ფინანსდება ბიზნეს საქმიანობები რომელიც განსაზღვრულია ამავე პროგრამის დადგენილებაში, გარდა სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისპირველად წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურებებისა. - ამბობს აცხადებს „აწარმოე საქარველოში მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანი უგულავა.
აპლიკანტის მიერ განაცხადის (ბიზნეს იდეა) წარდგენის ეტაპზე არ მოითხოვება რაიმე სახისდოკუმენტაციის წარმოდგენა. განაცხადი ივსება და რეგისტრირდება ონლაინ, სააგენტოს ვებგვერდზე სპეციალურად შექმნილ პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით.
აპლიკანტის მიერ პროგრამით განსაზღვრული ეტაპების წარმატებით გავლის და გამარჯვებულადგამოცხადების შემთხვევაში, ხელშეკრულება ფორმდება სააგენტოს და მეწარმეს შორის.
ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის მეწარმემ უნდა წარმოადგინოს:
ა) ბიზნესის განხორციელების ადგილის საკუთრების უფლების დამადასტურებელი ამონაწერისაჯარო რეესტრიდან ან ბიზნესის განხორციელების ადგილის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისშესაბამისად დროებით სარგებლობის ფორმებით მიღების დამადასტურებელი ხელშეკრულება.ბ)გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად/ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისდამადასტურებელი დოკუმენტი;
გ)ცნობა/ამონაწერი კომერციული ბანკიდან გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის/ინდივიდუალური მეწარმის ანგარიშზე თანამონაწილეობის თანხის არსებობის შესახებ.
დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ანგარიშის რეკვიზიტები, რომელზეც უნდა მოხდესგრანტის თანხის ჩარიცხვა;
ე) ცნობა, ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომერციული ბანკიდან, იმის თაობაზე,რომ მეწარმე სუბიექტს აღნიშნულ კომერციულ ბანკში არ გააჩნია ვადაგადაცილებული დავალიანება;
ვ) ამონაწერი მოვალეთა რეესტრიდან.
ზ)იმ შემთხვევაში თუ საქმიანობა საჭიროებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამისისამსახურის/უწყების თანხმობას/ნებართვას, სავალდებულოა წარმოდგენილ იქნას ხელშეკრულებისგაფორმებამდე.
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ბენფიციარის მხრიდან თანამონაწილეობის ადა გრანტის თანხის ხარჯვისა და მოთხოვნილი აქტივის/მომსახურების მიღების დამადასტურებლად ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს:ა) პროდუქციის/მომსახურების მიწოდების დამადასტურებელიდოკუმენტები:
ანგარიშ‐ფაქტურა (RS.GE); ინვოისი; მიღება‐ჩაბარების აქტი; ბ) თანხის გადახდის დაზემოაღნიშნული დოკუმენტებით გაწეული ხარჯის ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტები:
პროგრამის შესაბამისად, განსაზღვრულია, რომ ბენფიციარის მიერ დაგეგმილი ყველა შესყიდვა უნდა განხორციელდეს გონუვრულ ფასად, რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელისგან.
უახლესი