დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ იცვლებოდა სასტუმროების ფასები ტურისტულ სეზონზე

როგორ იცვლებოდა სასტუმროების ფასები ტურისტულ სეზონზე

14-09-2023 13:00:30

საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2023 წლის აგვისტოში, 2023 წლის ივლისთან შედარებით, 1.3%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2.2%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 5.5%-ით შემცირდა. ამის შესახებ PMC Research-ის მიერ მომზადებულ ტურიზმის ყოველთვიური მიმოხილვაშია აღნიშნული. 

2023 წლის აგვისტოში თვიური ინდექსი ყველაზე მაღალი მცხეთა-მთიანეთში (7%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი რაჭაში (-6.9%).

2023 წლის აგვისტოში, 2022 წლის აგვისტოსთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 5.1%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 6%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 9.6%-ით შემცირდა. 2023 წლის აგვისტოში წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო გურიაში (11.9%), ყველაზე დაბალი კი თბილისში (-12.6%).

2023 წლის აგვისტოში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 181 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 278 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების3 საშუალო ფასმა 130 ლარი შეადგინა.

5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა აგვისტოში 542 ლარი შეადგინა. გურიაში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 1055 ლარი შეადგინა, აჭარაში - 515 ლარი, თბილისში - 515 ლარი, ხოლო კახეთში - 837 ლარი.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები