გალტ & თაგარტის 15-19 მაისის კვირის მიმოხილვის თანახმად, ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 32.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.65% წინა კვირასთან შედარებით და +15.34% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 865 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 30.70 - 35.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 135 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN) თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 24.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +6.64% წინა კვირასთან შედარებით და +12.16% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 479 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 22.75 - 24.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 73 ათასი აქცია შეადგინა.
საქართველოს კაპიტალი (CGEO LN) Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 8.49 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.17% წინა კვირასთან შედარებით და +7.06% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 290 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 8.10 - 8.53 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 109 ათასი აქცია შეადგინა.
უახლესი