გალთ & თაგარტის 28 აგვისტო - 1-ლი სექტემბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ქართული კომპანიების აქციების ფასები წინა კვირასთან შედარებით, სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 34.65 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.43% წინა კვირასთან შედარებით და +5.80% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 277 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 34.30 - 36.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 55 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN) თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 28.25 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.89% წინა კვირასთან შედარებით და +15.31% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 178 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 27.95 - 28.55 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 30 ათასი აქცია შეადგინა.
საქართველოს კაპიტალი (CGEO LN) Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 9.77 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.72% წინა კვირასთან შედარებით და +5.51% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 89 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.48 - 9.85 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 35 ათასი აქცია შეადგინა.
უახლესი