რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა სოჭიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შეასრულა. ავიაკომპანიამ სოჭის (ადლერის) აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენა თანამედროვე SSJ100 ლაინერით განახორციელა, რომლებიც 100 ადგილზეა გათვლილი.
მგზავრობის ხანგრძლივობა 1 საათი და 20 წუთია. სოჭსა და თბილისს შორის ცალმხრივი ავიაბილეთის ფასი 6000 რუბლიდან იწყება.
აღსანიშნავია, რომ სოჭი-თბილისი-სოჭის საჰაერო ხაზზე Red Wings-ი ფრენები კვირაში ორი სიხშირით: სამშაბათს და კვირას შესრულებს.
უახლესი