დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ შეიცვალა ელექტროენერგიისა  და წყლის ტარიფები - დავით ნარმანიას განმარტება

რატომ შეიცვალა ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფები - დავით ნარმანიას განმარტება

28-12-2023 14:37:00

კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილები საფუძველზე როგორც დედაქალაქში ასევე რეგიონებში შემცირდა ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3 თეთრით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და აღნიშნული ტარიფი შენარჩუნდება სულ მცირე მომდევნო 3 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისი თქმით ელექტროენერგიის ტარიფის შემცირების უმთავრესი საფუძველი ჰიდროლოგიური მდგომარეობაა.

„კერძოდ, უხვი ნალექები რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა, ისევე როგორც რეაბილიტირებული ენგურჰესის გამომუშავება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და შესაბამისად, შედარებით იაფი დენი, რომელსაც ენგურჰესი აწვდის მომხმარებლებს გვაძლევს ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.

რაც შეეხება წყალმომარაგებას, კომისიამ გეგმურად გადახედა ამ სეგმენტის ტარიფებს. მოსახლეობისთვის წყალმომარაგების ტარიფები დარჩა უცვლელი როგორც თბილისში ასევე მცხეთაში და რუსთავში, გაიზარდა მხოლოდ კომერციული მომხმარებლებისთვის ტარიფები“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საკმაოდ სერიოზული ინვესტიციები განხორციელება როგორც დედაქალაქში ასევე რუსთავში და მცხეთაში GWP-ს მიერ და ამით მნიშვნელოვნად შემცირდება ავარიები.

„კომისია ყურადღებით დააკვირდება კომპანიის საქმიანობას რომ გაზრდილი საინვესტიციო გეგმა აისახოს მოსახლეობისთვის და კომერციული სექტორისთვის წყლის მიწოდების მდგომარეობის გაუმჯობესებაში. მოსახლეობისთვის ტარიფი რჩება უცვლელი ხოლო რაც შეეხება კომერციულ ტარიფს თბილისსა და მცხეთაში ტარიფების ზრდა იქნება კუბურ მეტრზე 2,30 ხოლო რუსთავის ტერიტორიაზე 2,80 კუბურ მეტრზე.

რუსთავთან დაკავშირებით შემიძლია დავამატო, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გასულ წელს კომისიის ცალკე გადაწყვეტილებით კომპანიას მივეცით დავალება, რომ უფრო მეტი ინვესტიცია ჩაედო რადგან რუსთავში არის ბევრად უფრო რთული ვიდრე დედაქალაქში. ეს საინვესტიციო პროექტები მიმდინარეობს, გაგრძელდება და სწორედ ამ პროექტების განხორციელება მოგვცემს ხელშესახებ შედეგს რომ ავარიები შემცირდება და წყლის წყვეტის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს მომდევნო წლების განმავლობაში“, - აღნიშნავს დავით ნარმანია.

შეგახსენებთ,რომ სემეკის გადაწყვეტილებით დღეს თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფი 3 თეთრით შემცირდა, ხოლო თბილისში, რისეთავსა და მცხეთაში ბიზენესსექტორისთვის წყლის ტარიფი გაიზარდა.  

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები