დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ დააჯარიმა სებ-მა ლაზიკა კაპიტალი

რატომ დააჯარიმა სებ-მა ლაზიკა კაპიტალი

09-01-2025 11:15:00

სებ-მა  ლაზიკა კაპიტალი დააჯარიმა. როგორც მარეგულირებლის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პერიოდში გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად ან/და ვადის გადაცილებით წარდგენის 3 შემთხვევა, რაც „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 2,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე, ხოლო, ნახსენები დარღვევის სამი შემთხვევისათვის, სულ - 6,000 ლარი;
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, რისკის შეფასების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკ ფაქტორების გათვალისწინების გარეშე კლიენტისათვის რისკის მინიჭების/გადაფასების 4 ფაქტი, რაც წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 3,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის ოთხი შემთხვევისათვის, სულ -12,000 ლარი;

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ერთ კლიენტთან მიმართებით მინიჭებული მაღალი რისკის ფარგლებში არ არის განხორციელებული „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრევენციული ზომა, კერძოდ კი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არ მიუღია გონივრული ზომა კლიენტების ქონებისა და ფულადი სახსრების წარმომავლობის დასადგენად, რაც ხსენებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 3,000 ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებით. დარღვევის ერთი შემთხვევისათვის, სულ - 3,000  ლარი.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ერთ კლიენტთან მიმართებით არ განხორციელებულა საქმიანობის არსის დადგენა, რაც წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 2,000 ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებებით. დარღვევის ერთი შემთხვევისათვის, სულ - 2,000 ლარი“, - აღნიშნავენ სებ-ში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები