რას ვყიდით და რას ვყიდულობთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში - TOP 10 პროდუქტი
27-02-2023 12:01:54
Busieness Insaider Georgia-ს აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა დავით ცირდავამ განუცხადა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოდან რამდენიმე სახეობის პროდუქციის ექსპორტით ინტერესდება.
„ბიზნესპალატა აქტიურად თანამშრომლობს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან. ჩვენი წარმომადგენლის მხრიდან იდენტიფიცირებულია ინტერესი გარკვეული სახის პროდუქციის ექსპორტზე. მათ შორისაა სასარგებლო წიაღისეული და სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, რასაც ხელს უწყობს საქართველოს მთავრობის აქტიური ნაბიჯები საუდის არაბეთთან მიმართებით“, - ამბობს ცირდავა.
2022 წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოდან $31,091.1 ათასის პროდუქცია გავიდა.
მათ შორის:
- მსუბუქი ავტომობილები ღირებულება - $11,187.1 ათასი;
- ნაქსოვი ხალიჩები და იატაკის სხვა საფეიქრო საფარები $2,100.6 ათასი;
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - $1,896.4 ათასი;
- ცხვრები და თხები ცოცხალი - ღირებულება $1,494.8 ათასი;
- ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები - $ 1,167.6 ათასი;
- ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით - $1,121.0 ათასი;
- ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები - $1,053.1 ათასი;
- ცენტრიფუგები; აგრეგატები სითხის ან აირის საფილტრავი ან გასაწმენდი - $ 844.9 ათასი;
- ხორცი ცხვრის ან თხის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - $810.2 ათასი;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - $563.4 ათასი;
- დანარჩენი საქონელი - $8,852.1 ათასი;
2022 წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებიდან საქართველოში $282,128.5 ათასის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა.
მათ შორის:
- სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით ღირებულება -$155,208.3 ათასი;
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - $20,248.7 ათასი;
- გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები $12,061.6 ათასი;
- მსუბუქი ავტომობილები - $10,548.8 ათასი; ავტომანქანების ნაწილები, ექსპლუატაციაში ნამყოფი $5,690.5 ათასი;
- მიკროფონები ხმამაღლამოლაპარაკეები და სხვა -$ 5,022.9 ათასი; ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები -$4,876.9 ათასი;
- შიგაწვის ძრავები დგუშიანი შეკუმშვით აალებადი (დიზელები ან ნახევრადდიზელები)- $4,008.6 8528 ათასი;
- აპარატურა მიმღები სატელევიზიო კავშირისათვის $2,540.0 9504 ათასი;
- საქონელი ატრაქციონებისათვის, სამაგიდო ან ოთახის თამაშობანი $2,005.6 ათასი;
- დანარჩენი საქონელი -$ 59,916.5 ათასი;
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის 13 თებერვალს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფებოდა.