დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას სთავაზობს Turkish Airlines-ი მომხმარებელს, თუ შერჩეული10 მიმართულებიდან მგზავრობის ბილეთს დაჯავშნის

რას სთავაზობს Turkish Airlines-ი მომხმარებელს, თუ შერჩეული10 მიმართულებიდან მგზავრობის ბილეთს დაჯავშნის

27-05-2023 02:25:01

ყველა, ვინც მაისის ბოლომდე შერჩეული10 მიმართულებიდან ერთ-ერთზე ცალმხრივი ან ორმხრივი მგზავრობის ბილეთს დაჯავშნის, დამატებით მილების 30%-ს მიიღებს.

შერჩეულ მიმართულებებს შორისაა მანჩესტერი, ლიონი, დუბროვნიკი, ქუვეითი, ბუქარესტი, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა, თბილისი, ნახიჭევანი, დოჰა და ბიშკეკი.

კამპანიის წესების თანახმად, შეთავაზება მოქმედებს 23-31 მაისის პერიოდში შეძენილ ბილეთებზე, ხოლო მოგზაურობის პერიოდია 23 მაისი – 7 ივლისი.

სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, დამატებით 30% მილები Miles&Smiles სისტემის წევრებს ფრენიდან 1 კვირის განმავლობაში დაერიცხებათ.

კამპანია ბილეთების კლასების შესაბამისად დაჯილდოებას არ მოიცავს.

შეთავაზება მოქმედებს მხოლოდ Miles&Smiles სისტემის წევრებისთვის. შეთავაზება ვალიდურია მხოლოდ იმ ფრენებთან მიმართებაში, რომელსაც ოპერირებას უწევს Turkish Airlines-ი.

კამპანიის ფარგლებში გათვალისწინებული პრივილეგიით ვერ ისარგებლებენ Turkish Airlines-ის კოდის გაზიარებით (ე.წ codeshare) შესრულებული რეისების, Star Alliance-ის პარტნიორი ავიახაზების და AnadoluJet-ის მგზავრები.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები