გრიგოლეთში მდებარე სასტუმრო Trademark Collection by Wyndham-ი საკუთარ სტუმრებს სათავგადასავლო და სათევზაო ტურებს სთავაზობს.
ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან Trademark Collection by Wyndham-ის გენერალურმა მენეჯერმა ლელა წულუკიძემ განუცხადა.
„იმისთვის, რომ ზაფხული ჩვენი სტუმრებისთვის დატვირთული და საინტერესო ყოფილიყო და რადგანაც კოლხეთის ეროვნულ პარკთანაც ახლოს ვართ და პალიასტომის ტბასთანაც ჩვენს დამსვენებლებს შევთავაზეთ მრავალფეროვანი სათავგადასავლო და სათევზაო ტურები შავის ზღვის და პალიასტომის ფლორა ფაუნის შესაცნობად. ჩვენს საკუთრებაშია 2 სკუტერი, 2 იახტა კატარღა და ვისაც თევზაობა უყვართ სპინინგით თევზაობის ტურებს ვთავაზობთ“, - ამბობს Trademark Collection by Wyndham-ის გენერალური მენეჯერი.
ლელა წულუკიძის თქმით, სათავგადასავლო ტური მოიცავს 7-8 კაციანი ჯგუფის კატარღით გასეირნებას პალიასტომის ტბაზე. აღნიშნული ტურის ფასი საშუალოდ 600-700 ლარია. შესაბამისად დაახლოებით 100 ლარია თითო ადამიანზე.
„ტური მოიცავს ჯერ ზღვით გასეირნებას, შემდეგ შედის პალიასტომის ტბაზე, სადაც ვიზიტორები ათვალიერებენ იქაურ ფლორასა და ფაუნას. ტურის წევრებს ვატანთ ლანჩბოქსებს, თუ მოშივდებათ, რომ წაიხემსონ.
თუ სათევზაო ტურს იღებენ ჯგუფი 10-მდე წევრისგან შედგება და 800 ლარამდე ჯდება. ცხადია ასეთ დროს შესაბამისი ინფრასტრუქტურით უზრუნველყობთ.
ასევე შეთავაზებაში შედის ზღვის ტაბლეტითა და ბანანით გასეირნება. მთლიანად მოვიცავთ საზღვაო სათავგადასავლო ტურებს. ჩვენს სანაპიროზეა განთავსებული ყველა ინფრასტრუქტურა და სტუმარს ძალიან მარტივად შეუძლია ამ სერვისით სარგებლობა“, - აცხადებს სასტუმროს გენერალური მენეჯერი.
ლელა წულუკიძე ამბობს, რომ მსგავს ტურებზე მოთხოვნა თითქმის თანაბრადა, როგორც ქართველების ასევე უცხოელების მხრიდანაც. უცხოელებს უფრო პალიასტომის ტბაზე გასეირნება აინტერესებს, ხოლო სპორტინგი ძირითადად ქართველებს.
უახლესი
16 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე18 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა18 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს