დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას ყიდულობს საქართველო აშშ-ში - TOP-5 პროდუქტი

რას ყიდულობს საქართველო აშშ-ში - TOP-5 პროდუქტი

14-10-2023 16:53:43

2023 წლის იანვარ-აგვისტოში აშშ-დან 1,190,145.13 ათასი დოლარის იმპორტი დაფიქსირდა, რაც 93%-იანი ზრდაა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით, 2022 წლის 8 თვეში აშშ-დან საქართველოში 617,730,73 ათასი დოლარის პროდუქცია შემოვიდა. 

აშშ-დან იმპორტირებული პროდუქციის 94%-ი (ღირებულებით ჭრილში) მსუბუქ ავტომობილებზე მოდის. 2023 წლის 8 თვეში აშშ-დან საქართველოში 1,117,168.76 ათასი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილების იმპორტი განხორციელდა. 

აშშ-დან საიმპორტო პროდუქციის TOP-3-ში მსუბუქი ავტომობილების გარდა ტანსაცმელი და კოსმეტიკური საშუალებებია.

რას ყიდულობს საქართველო აშშ-ში -  TOP-5 პროდუქტი

  • მსუბუქი ავტომობილები -1,117,168.76 ათასი დოლარი,
  • ტანსაცმელი და ნაწარმი ნახმარი, სხვა - 4,904.08 ათასი დოლარი,
  • კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები -4,719.29 ათასი დოლარი,
  • თხილი და სხვა კაკალი - 3,416.56 ათასი დოლარი,
  • ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 2,667.23 ათასი დოლარი.

ბოლო წლების სტატისტიკით, აშშ-დან იმპორტმა მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანაში 1,012,496.12 ათასი დოლარის პროდუქცია შემოვიდა. თუმცა არსებულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით ცხადია, რომ იმპორტის მხრივ ლიდერობას 2023 წელი გადმოიბარებს, რადგანაც მიმდინარე წლის 8 თვის მაჩვენებლებით იმპორტმა 2022 წლის მაჩვენებლებს უკვე გადაუსწრო.


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები