დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას ყიდის და რას ყიდულობს საქართველო სუამის ქვეყნებში

რას ყიდის და რას ყიდულობს საქართველო სუამის ქვეყნებში

27-09-2023 12:00:41

2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან სუამის წევრ ქვეყნებში 639,689.70 ათასი დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-იან ზრდას აჩვენებს.

2022 წლის 8 თვეში საქართველომ სუამში 598,979.71 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა.

აღსანიშნავია, რომ სუამში ექსპორტის მაჩვენებელი მზარდია და შესაბამისად ყველაზე დიდი მოცულობით ექსპორტი 2022 წელს დაფიქსირდა.

საანგარიშო პერიოდში საქართველომ სუამის წევრ სახელმწიფოებში 918,377.52 ათასი დოლარის პროდუქცია შეიტანა.

ირკვევა, რომ სუამში საქართველოდან ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქცია  მსუბუქი ავტომობილებია, რომელზედაც ქვეყნების ამ გაერთიანებაში განხორციელებული ექსპორტის 48%-ი მოდის.

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში სუამში 310,074.35 ათასი დოლარის მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი ფიქსირდება.

მეორე ადგილზეა სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები, რომელზედაც ექსპორტის 3.3%-ი მოდის. საექსპორტო ტოპ-3-ში ბოლო, ანუ მესამე ადგილზეა ეთილის სპირტი, რომელზედაც სუამში განხორციელებული ექსპორტის 3.2%-ია დაფიქსირებული.

2023 წლის 8 თვეში კი საქართველოდან სუამიდან 591,054.66 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია იყიდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში სუამიდან იმპორტი 2%-ითაა შემცირებული. საქსტატის მონაცემების თანახმად, 2022 წლის 8 თვეში საქართველომ სუამიდან  603,358.56 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა.

ბოლო 15 წლის სტატისტიკით სუამიდან იმპორტი მაქსიმუმზე 2011 წელს იყო, რა დროსაც საქართველომ ამ ქვეყნების გაერთიანებიდან 1,334,284.37 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა.

გასული წლის მონაცემებით კი ქვეყანაში სუამიდან ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე ცოტა. 825,375.41 ათასი დოლარის ღირებულების იმპორტი ფიქსირდება.

2023 წლის მიმდინარე მაჩვენებლებით სუამიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადებია. მისი იმპორტი ქვეყანაში სუამიდან მთლიანი იმპორტის 35%-ს აღწევს. მეორე ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია (8%), ხოლო მესამეზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები (7.6%).

დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია (სუამი) - სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1997 წლის ოქტომბერში ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე რესპუბლიკის მიერ — საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა (1999 წლიდან 2005 წლის ჩათვლით მასში აგრეთვე შედიოდა უზბეკეთი). ორგანიზაციის სახელი მასში გაერთიანებულ სახელმწიფოთა სახელებისგან შემდგარი აკრონიმია. უზბეკეთის გასვლამდე მას ეწოდებოდა სუუამის ქვეყნები.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები