დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას ყიდის და ყიდულობს საქართველო ეგვიპტიდან

რას ყიდის და ყიდულობს საქართველო ეგვიპტიდან

31-07-2023 17:00:50

ეგვიპტიდან ექსპორტი 11,5%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ეგვიპტეში 8,641.24 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 9,765.72 ათასი დოლარის. 2022 წლის სტატისტიკით ზრდა 94.5%-ია. 2022 წელს ეგვიპტიდან იმპორტმა 23,040.74 ათასი დოლარი შეადგინა, 2021 წელს კი 11,844.05 ათასი დოლარი.

თავის ისტორიულ მაქსიმუმ კი ეგვიპტედა იმპორტმა 2019 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ ეგვიპტიდან 27,778.89 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა. 

2023 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით ეგვიპტიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქცია კოპტონია.

ტოპ-5 პროდუქცია რასაც საქართველო ეგვიპტიდან ყიდულობს:

  • კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას - 2,112.78 ათასი დოლარი;
  • შაქარი - 1,937.10 ათასი დოლარი;
  • ელექტრული წყალგამახურებლები - 823.37 ათასი დოლარი;
  • კარტოფილი, ახალი ან შეყინული - 608.96 ათასი დოლარი;
  • ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი - 553.46 ათასი დოლარი;

რაც შეეხება ექსპორტს კლება 80%-ის დონეზეა. 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ  ეგვიპტეში 1,244.42 ათასი დოლარის პროდუქცია შეიტანა, 2022 წლის იანვარ-ივნისი კი 2,238.09 ათასი დოლარის. 2022 წელს 2021 წელთა შედარებით ექსპორტი 37%-ით შემცირდა.

ტოპ-5 პროდუქცია, რაც საქართველოს ეგვიპტეში შეაქვს:

  • ნივთიერებები შემკვრელი მზა, სამსხმელო ფორმების წარმოებაში გამოსაყენებელი - 792.40 ათასი დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები - 356.34 ათასი დოლარი;
  • მანქანები სამკერავი; საკერავი მანქანების ნემსები - 48.37 ათასი დოლარი;
  •  სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 13.55 ათასი დოლარი;
  • ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან მის შესაფუთად პლასტმასებისაგან - 7.07 ათასი დოლარი;
     

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები