საცალო ვაჭრობის სექტორი PMCG-ის კვლევის თანახმად, ოთხ მთავარ გამოწვევას ასახელებს:
საცალო ვაჭრობის სექტორში ხელისშემშლელი საკითხებიდან ყველაზე მეტად ხელის შემშლელია გრაფიკზე აღნიშნული ოთხი პრობლემა.
ასევე, სექტორში გამოკითხულ კომპანიათა 45%-ისთვის გამოწვევაა შემდეგი ფაქტორები: სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები და ლოგისტიკასთან და ტრანსპორტთან დაკავშირებული საკითხები.
საცალო ვაჭრობა საქართველოში დასაქმების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს. 2018-2022 წლებში13 საცალო ვაჭრობის ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 116 ათას კაცზე მეტს შეადგენდა, რაც ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობის 16%-ია.
მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, საცალო ვაჭრობის ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა, აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა რაოდენობა ასევე შემცირდა მთლიანად ბიზნეს სექტორშიც. შესაბამისად, საცალო ვაჭრობაში დასაქმებულთა რაოდენობის წილი მთლიან ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობაში მხოლოდ მცირედით შემცირდა (-0.8 პპ, წ/წ) და პანდემიამდელ მაჩვენებელს მიუახლოვდა.
ასევე აღსანიშნავია, რომ დამწყები კვალიფიკაციის მქონე მუშახელი სამუშაო ბაზარზე ინტეგრაციას ძირითადად საცალო ვაჭრობის სექტორში დასაქმებით ახერხებს. საქართველოში წამყვანი დასაქმების პლატფორმის, Jobs.ge-ის მიხედვით, ყველაზე მოთხოვნადი ვაკანტური პოზიციებია კონსულტანტი და მოლარე-კონსულტანტი, რაც ამ სექტორში მათ მაღალ რაოდენობაზე მიუთითებს.
რაც შეეხება დასაქმებულთა ანაზღაურებას, აღსანიშნავია, რომ საცალო ვაჭრობის სექტორი საშუალო ანაზღაურების14 მოცულობით ჩამოუვარდება მომსახურების სექტორში არსებულ საშუალო ანაზღაურებას (იხ. ცხრილი 1). თუმცა, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ საცალო ვაჭრობის სექტორში დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება აჭარბებს მომსახურების სხვა იმ სექტორებს, სადაც ძირითადად დამწყები კვალიფიკაციის მუშახელია დასაქმებული.
გარდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების გაანალიზებისა, დასაქმებისა და დასაქმებულთა ხელფასების დინამიკა საცალო ვაჭრობის სექტორის მთავარი მოთამაშეების გამოკითხვის შედეგების მიხედვითაც გაანალიზდა. მიმდინარე წელს (2023), წინა წელთან შედარებით, რითეილ სექტორში გამოკითხული კომპანიების 73%-ში ფიქსირდებოდა დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა, ხოლო ანაზღაურების მზარდი დინამიკა შეინიშნებოდა ყველა მათგანში. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულ დისტრიბუტორ კომპანიებში დასაქმებულთა რაოდენობის მხრივ ნაკლებად მზარდი ტენდენცია შეინიშნება.
რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობის დინამიკის მოსალოდნელ ცვლილებას, 2024 წელს რითეილ სექტორში გამოკითხული კომპანიების 73% მოელის ზრდას. ამას გარდა, დასაქმებულთა ანაზღაურების დინამიკაც მზარდია რითეილერების 80%-ისთვის.
უახლესი
5 საათის წინ
2025 წელს ვგეგმავთ აშშ-ის ბაზარზე შესვლას - „კერკი“