2023 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 1 580 623 694 ლარი, შეადგინა, რომლის 98%-ით ფიზიკურ პირებზეა გაცემული. სებ-ის ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, პირველი კვარტლის მდგომარეობით ფიზიკურ პირებზე გაცემულია 1 553 392 939 ლარის სესხი.
ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხის უმეტესობა, 45%-ი წლიური 15%-დან 20%-მდე საპროცენტო განაკვეთითაა გაცემული. მეორე ადგილზე კი წლიური 20%-დან 25%-მდე განაკვეთით გაცემული სესხებია, რომელზეც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების 19%-ი მოდის. მესამე ადგილზეა წლიური 35%-დან 40%-მდე სესხები, რომლებიც ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების სტატისტიკაში 10%-ს იკავებს.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთები- 2023 წლის I კვარტლის სტატისტიკა
უახლესი