2022 წელს მთლიანი საგადასახადო დავალიანება მნიშვნელოვნად შემცირებულია 2021 წელთან შედარებით, როგორც აღიარებული საგადასახადო დავალიანების, ასევე მთლიანი საგადასახადო დავალიანების ჭრილში.
როგორც შემოსავლების სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი, აღნიშნულს ხელი შეუწყო, როგორც საგადასახადო დავალიანების ამოღების მაჩვენებლების მნიშვნელოვანმა გაუმჯობესებამ, ასევე, 2022 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე ამოუღებადი დავალიანების ჩამოწერის პროცესმა.
გაუმჯობესდა საგადასახადო დავალიანების მაჩვენებლები. განვლილ წლებთან შედარებით, 2022 წლის განმავლობაში:
► მთლიანი საგადასახადო დავალიანება შემცირდა 10.1 %-ით;
► აღიარებული საგადასახადო დავალიანება შემცირდა 17.2 %-ით;
► აღიარებული 1 წელზე ხანდაზმული საგადასახადო დავალიანება შემცირდა 29.3 %-ით.
უახლესი