2022 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური შემოსავლები ერთ შინამეურნეობაზე 19.0 პროცენტით გაიზარდა და 1 453.8 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე 18.6 პროცენტით გაიზარდა და 432.7 ლარს გაუტოლდა.
საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, რომლის წილიც 2022 წელს, გასულ წელთან შედარებით, 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 86.9 პროცენტი შეადგინა
ქვეყნის მოსახლეობის ჯამური საშუალო თვიური შემოსავლები ქალაქის ტიპის დასახლებებში 14.9 პროცენტით გაიზარდა და 967.9 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 21.4 პროცენტით გაიზარდა და 628.1 მილიონი ლარი შეადგინა. 2022 წელს ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურაში კვლავ მნიშვნელოვანი წილი უჭირავს დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს, რომლის წილი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 46.1 პროცენტი შეადგინა.
ასევე გაზრდილია თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლების წილი 2.2 პროცენტული პუნქტით და 12.4 პროცენტს უტოლდება. პენსიებიდან, სტიპენდიებიდან და სოციალური დახმარებებიდან მიღებული შემოსავლების წილი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 21.6 პროცენტი შეადგინა.
ფულადი შემოსავლების და ტრანსფერტების კატეგორიების პროცენტული განაწილება, 2022 წელი
უახლესი
6 წუთის წინ
რა სიახლეებს სთავაზობს „ფუსფუსი“ მომხმარებლებს49 წუთის წინ
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა