პროფესიული განათლების ერთ-ერთი გამოწვევა არის ის, რომ რეალურად საზოგადოებამ კარგად არ იცის თუ რა სიკეთეები მოაქვს ამ სექტორს და რატომ უნდა ჩაერთოს უფრო მეტი ადამიანი პროფესიულ განათლებაში, - ამის შესახებ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, პროფესიული განათლების სექტორში არსებულ პრობლემებზე საუბრისას განაცხადა.
„იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მაღრაძემ თქვა, რომ ,გამოწვევა ერთიანად აქტუალურია როგორც ახალგაზრდა თაობაში ისე ზრდასრულებში.
„უმუშევრობა დღეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა გახლავთ, როგორც ახალგაზრდებში ისევე ზრდასრულებში. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამ პრობლემისა გახლავთ ის, რომ ქვეყანაში არ არის ბმა მიწოდებასა და მოთხოვნას შორის. ანუ არის მოთხოვნა განსაზღვრულ სექტორებში სპეციალისტებზე და მიწოდება შესაბამისი არ არის. დღეს უმაღლეს განათლებაშია ჩართული საზოგადოების უმეტესობა, მაშინ როდესაც პროფესიულ განათლებაში არის საჭიროება,რომ მეტი სტუდენტი გვყავდეს და მეტ ადამიანს შეეძლოს სწრაფად დაეუფლოს ახალ პროფესიას, მიიღოს ახალი უნარჩვევები და დასაქმდეს ასევე სწრაფად. მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი ირჩევს, მაინც უნივერსიტეტს და უმაღლეს განათლებას. სტატისტიკას თუ შევხედავთ 178 ათასი სტუდენტი გვყავს უმაღლესი განათლების, ხოლო 16 ათასი სტუდენტი გვყავს პროფესიული განათლების საფეხურზე“, - განაცხადა მაგდა მაღრაძემ.
უახლესი
54 წუთის წინ
ევროკავშირიდან იმპორტი 16%-ითაა გაზრდილი2 საათის წინ
2025 წლიდან პენსია იზრდება3 საათის წინ
უკრაინამ დღეიდან რუსული გაზის ტრანზიტი შეწყვიტა3 საათის წინ
რა სიახლეებს გეგმავს Nano Filter-ი 2025 წელს4 საათის წინ
ქვეყანაში იახტების იმპორტი გაზრდილია6 საათის წინ
ავოკადოს იმპორტი 13%-ითაა გაზრდილი