თბილისის ისტორიულ ნაწილში მდებარე სასტუმრო Swissôtel Tbilisi 2024 წლის მარტში გაიხსნა, თუმცა სასტუმროს ოპერაციების მენეჯერი დავით აკოფოვი Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ ზაფხულის სეზონზე სასტუმროს დატვირთულობამ მოლოდინს გადააჭარბა.
„ზაფხულის პერიოდში ჩამოსული ტურისტების რაოდენობამ მოლოდინს გადააჭარბა, ძირითადად გსტუმრობდნენ დსთ-ს ქვეყნებიდან, ევროპიდან და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებიდან. სასტუმროს აქვს 130 სხვადასხვა კატეგორიის ნომერი და ერთდროულად შეგვიძლია ვუმასპინძლოთ 260 სტუმარს. ფასი მერყეობს 200 დოლარიდან 1500 დოლარამდე, რაც დამოკიდებულია ოთახის კატეგორიაზე“, - განაცხადა სასტუმროს მენეჯერმა.
წარმატებული ზაფხულის სეზონის შემდეგ, Swissôtel Tbilisi შემოდგმის სეზონზე სტუმრებს სიახლეებს სთავაზობს.
„გვაქვს საწევრო შემოთავაზებები ჩვენს Purovel SPA-ში, რადგანაც დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობას. Swiss café- ში სტუმრებს ვუმასპინძლებთ შუადღის ჩაით შვეიცარიული ტკბილეულით
განვაგრძობთ სახელგანთქმული შეფ-მზარეულების მიერ მომზადებული მენიუთი ვახშმებს ჩვენს ხმელთაშუა ზღვის რესტორან Olive’s -ში. ასევე, დავგეგმავთ საახალწლო ღონისძიებებს რესტორან Olive’s -ში და აზიურ ლაუნჯში Atmosphere“, -აცხადებს სასტუმროს წარმომადგენელი.
Swissôtel Tbilisi -ს აქვს 3 განსხვავებული სარესტორნო სივრცე:
ხმელთაშუა ზღვის რესტორანი „Olive’s“, სადაც სტუმრებს დახვდებათ ზღვის პროდუქტების დიდი არჩევანი მენიუში , შთამბეჭდავი ქართული და ევროპული ღვინოების ასორტიმენტი
აზიური ლაუნჯ-რესტორანი „Atmosphere” საფირმო კოქტეილების და აზიური სამზარეულოს გურმანებისათვის და “Swiss café” - შვეიცარიული კაფე საფირმო დესერტებითა და შუა დღის ჩაის კონცეფციით
ასევე Swissôtel Tbilisi-ში არის 5 ოთახი შეხვედრების დაგეგმარებისთვის.
„რაც შეეხება ჩვენს Purovel SPA-ს, სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ დახურულ აუზით, მშრალი საუნით, ორთქლის ოთახით, მარილის ოთახით, ჯაკუზით და ჰამამის ოთახით.
ასევე გვაქვს 3 მასაჟის ოთახი და სპორტული დარბაზი. ვიტყოდი, რომ სასტუმრო გამოირჩევა თავისი ლოკაციით, სტუმრებს შეუძლიათ ქალაქის ღირსშესანიშნაობები მარტივად, ფეხით გადაადგილებისას დაათვალიერონ.
ამასთან, Swissôtel Tbilisi-ს აქვს დახვეწილი და მყუდრო სასტუმროს ინტერიერი, „Purovel“ SPA საფირმო მასაჟის პროცედურებით, გასტრონომიული ჰაბი ჩვენს რესტორნებში. ასევე
გამოვყოფდი უნიკალურ „Vitality“ ოთახის კატეგორიას სასტუმროში, ჩაშენებული სატრენაჟორო კედლით, რომელიც ჩვენი ბრენდის ხელწერაა“, - აცხადებს დავით აკოფოვი.
სასტუმრო გაიხსნა 2024 წლის მარტში და დასაქმებულია 180 ადამიანი.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა