თბილისში მდებარე უმაღლესი დონის სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ი ახლი წლის ღამეს საკუთარ სტუმრებს დაუვიწყარ სანახაობას ჰპირდება.
როგორც Business Insider Georgia-სთან Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თათია ჩიკვაიძემ განაცხადა, ახალი წლის ღამის დაგეგმვა უკვე დასრულებულია და 2025 წლის თბილისში შესახვედრად მეზობელი ქვეყნებიდან უკვე მზარდი მოთხოვნაცაა.
„ახალი წლის დაგეგმვა ფაქტობრივად უკვე დავასრულეთ. ორ დიდ ღონისძიებას ვგეგმავთ, ერთი იქნება ფრანგულ რესტორანში, სადაც გვეყოლება შვედი მომღერალი, ხოლო „სკაი ბარში“ ვგეგმავთ წამყვანი ქართველი DJ-ეების ვაინაბს. მოთხოვნა უკვე საკმაოდ მაღალია და ეს მოთხოვნა ძირითად მოდის მეზობელი ქვეყნებიდან: სომხეთი, აზერბაიჯანი. როგორც ეს ყოველწლიურად ხდება სასტუმროების სექტორში“, - განმარტავს თათია ჩიკვაიძე.
რაც შეეხება ახალი წლის ღამეს Pullman Tbilisi Axis Towers-ის მიერ ორგანიზებულ ივენთებზე მოხვედრას, ეს ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი, მას შემდეგ რაც გაყიდვები გაიხსნება.
თუმცა მანამდე სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ში ახალი წლის ღამისთევის დაჯავშნა ინტენსიურად მიმდინარეობს.
რაც შეეხება მიმდინარე ჯავშნებს და სტუმრებს Pullman Tbilisi Axis Towers-ის მაგალითზე სექტემბერი ყველაზე აქტიურია.
„სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ის მაგალითზე სექტემბერი საკმაოდ წარმატებით მიდის. მიმდინარე წელს სექტემბერი ყველაზე დატვირთული გაქვს, როგორც განთავსების ისე კონფერენციების კუთხით. სექტემბერში რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციასაც ვუმასპინძლეთ. ოქტომბრის მოლოდინები საკმაოდ მაღალია, თუმცა ამ შემთხვევაში უფრო განთავსების მიმართულებით. ყველაზე აქტიური ქვეყნები კი ამ ეტაპზე არის: ქუვეითი, საუდის არაბეთი, ჩინეთი, ინდოეთი, კორეა“, - აცხადებს Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
უახლესი
8 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო