ქართველი და უცხოელი პროფესიონალებით დაკომპლექტებული ინგლისური ენის შემსწავლელი - „ბექას სკოლა“ შემოდგომიდან ახალ მიმართულებას ამატებს და ენის შემსწავლელ კურსებს ამჯერად მოზარდებსაც შესთავაზებს.
როგორც Business Insider Georgia-თან საუბრისას „ბექას სკოლის“ დამფუძნებელმა ბექა ბერიკაშვილმა განაცხადა, არსებული მოთხოვნის ფონზე სკოლა ამატებს მოზარდების კურსებს, სადაც ერთი დონის სწავლება, ერთი სასწავლო წელი (10 თვე) გაგრძელდება და კურსის ღირებულება (ერთი თვე) 230 ლარი იქნება.
„შემოდგომიდან ვგეგმავთ გაფართოებას და ვამატებთ სასწავლო კურსს მოზარდებისთვის. დამწყებებს ეყოლებათ ქართველი მასწავლებელი, ხოლო მაღალ დონეზე მყოფ მოსწავლეებს - უცხოელი პედაგოგები. ამ კურსზე იქნება, ინტერაქციული ქვიზები, თამაშები, ბორტგეიმები. ეს უფრო აქტივობებზე დაფუძნებული კურსია და არა საშინაო დავალებებზე, რათა მოსწავლეები ზედმეტად არ დავტვირთოთ. თითოეულ დონეზე სწავლა, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში გაგრძელდება. ასაკობრივ ჯგუფებში 11-13 წლის და 14-16 წელის მოზარდები ჩაირიცხებიან.
ჯგუფი გადანაწილდება ასაკისა და დონეების მიხედვით. მოლოდინი გვაქვს, რომ მოთხოვნა იქნება, რადგან სულ გვთხოვდნენ რომ მოზარდების ჯგუფები დაგვემატებინა“, - განმარტავს ბექა ბერიკაშვილი.
ზრდასრული ადამიანების ენის შემსწავლელი კურსები ტრადიციულად დილით და საღამოს, ხოლო მოზარდების კურსები შუადღის საათებში იქნება, როდესაც სკოლაში თავისუფლებაა.
ამ ფონზე „ბექას სკოლას“ პედაგოგების დამატებაც დასჭირდება.
„პედაგოგების დამატება დაგვჭირდება. პედაგოგებს სულ ვამატებთ. ზოგადად საქართველოში რთულია კვალიფიციური კადრების მოძიება. მით უმეტეს პანდემიისა და ომის გამო ბევრმა უცხოელმა დატოვა ქვეყანა და ჩვენ ძირითადად უცხოელი მასწავლებლები გვყავს. ამ ეტაპზე 27 მასწავლებელი გვაქვს და აქედან 20 მასწავლებელი უცხოელია: ამერიკიდან, ბრიტანეთიდან და სამხრეთ აფრიკიდან“, - ამბობს ბექა ბერიკაშვილი.
„ბექას სკოლის“ დამფუძნებლის თქმით, ამ დროისათვის სკოლაში“ ორი მთავარი მიმართულებაა: ზოგადი ინგლისურის კურსი და ექსპრეს ინგლისურის კურსი.
„პირველია ზოგადი ინგლისურის კურსი, რომელიც კომბინირებულად ისწავლება ქართველი და უცხოელი მასწავლებლის მიერ. ქართველი მასწავლებელი ასწავლის გრამატიკას და ლექსიკას. გრამატიკის სწავლება ხდება მშობლიურ ენაზე. პრაქტიკული ნაწილის გავლა ხდება უცხოელ მასწავლებელთან: კითხვის მოსმენით ხდება წერისა და საუბრის უნარების გაუმჯობესება.
კვირის განმავლობაში ერთი გაკვეთილი აქვთ ქართველ მასწავლებელთან, სადაც თეორიულ ნაწილს ფარავენ, ხოლო შემდეგ ორი გაკვეთილი აქვთ უცხოელ მასწავლებელთან, სადაც პრაქტიკაში გადააქვთ უკვე იმ კვირაში მიღებული ცოდნა.
მეორე კურსი გვაქვს - სასაუბრო ინგლისური ენის კურსი, რომელსაც ექსპრეს სასაუბრო ჰქვია. ექსპრესი იმიტომ ჰქვია, რომ სწრაფი კურსია.
ეს არის ადამიანებისთვის ვისაც გარკვეული ცოდნა აქვს ინგლისურში, მაგრამ ამ ცოდნის შესაბამისად ვერ საუბრობს პრაქტიკაში. ანუ პასიურ ლექსიკაში უფრო კარგად აქვს საქმე და აქტიურ ლექსიკაში სჭირდება ცოდნის გადმოტანა.
გარდა ლექსიკის გააქტიურებისა აქ მთავარია ბარიერების გადალახვა, კომპლექსების მოხსნა, საუბრის უნარების განვითარება. უფრო უნარებზე განვითარებული კურსია“, - განმარტავს ბექა ბერიკაშვილი.
ზოგადი ინგლისურის კურსი 4 თვიანია, ხოლო ექსპრეს კურსის ხანგრძლივობა 2 თვეა.
რაც შეეხება კურსების ღირებულებას, სხვადასხვა კრიტერიუმით განისაზღვრება, თუმცა ერთი თვის ტარიფი „ბექას სკოლაში“ 300 ლარიდანაა.
„ბექას სკოლის“ კურსებზე საკმაოდ დიდია მოთხოვნა, თუმცა ყველაზე დიდი მოთხოვნა მაინც სასაუბრო კურსებზეა. „ახლა მაგალითად ისეთ ეტაპზე ვართ, რომ ჯგუფებში ადგილები აღარ გაქვს. პანდემიის შემდეგ მკვეთრი ზრდა გაქვს, თუმცა პანდემიის დროსაც არ გავჩერებულვართ ონლაინ ვასწავლიდით. მიმდინარე წლის შესაბამის პერიოდს თუ შევადარებთ 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს, დაახლოებით 20-30%-იანი ზრდაა“, - აცხადებს ბექა ბერიკაშვილი.
უახლესი
2 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე4 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა4 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს4 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი 7-თვიან მაქსიმუმზეა