„თბილისი ცენტრალის სივრცე 100%-ით არის შევსებული“,- ამის შესახებ Business Insider Georgia-ს თბილისი ცენტრალის დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა განუცხადა.
ამასთან, ლევან ყარალაშვილმა თქვა, რომ თბილისი ცენტრალში ახალი ბრენდები ფიზიკურად ვერ შემოვლენ, რადგან თავისუფალი სივრცე არ არის. „რაც შეეხება სიახლეებს, აგვისტოდან „ლს ვაიკიკის“ მაღაზია ახალი კონცეფციით იქნება წარმოდგენილი და მომხმარებელს უფრო ფართო ასორტიმენტსა და განსხვავებულ გარემოს შესთავაზებს. ასევე გარემონტდა და გაიხსნა FLO, რომელიც უკვე დაბალბიუჯეტიან ფეხსაცმელს სთავაზობს მომხმარებელს. 2024 წლისთვის რამდენიმე ბრენდის დამატებას განვიხილავთ, თუმცა ამაზე ჯერ ადრე ლაპარაკი“, - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.
თბილისის რკინიგზის სადგურის შენობაში სავაჭრო ცენტრი „თბილისი ცენტრალი“ 2010 წლის მაისში გაიხსნა.
ცენტრალური რკინიგზის ვაგზლის შენობა სს "თბილისი ცენტრალს" 49-წლიანი იჯარით 2006 წელს გადაეცა.
პროექტის სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოებს 30 მლნ აშშ დოლარი დასჭირდა. აქედან 17 მლნ აშშ დოლარი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) გრძელვადიანი სესხია; ხოლო დარჩენილი თანხა - "ჯიარდისისა" და "ჯიემსი ჰოლდინგის" აქციონერთა კაპიტალი.
უახლესი
2 საათის წინ
დღეს მე-11 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება