დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა სიახლეებით შეხვდება „მტევინო“ 2025 წლის ტურისტულ სეზონს

რა სიახლეებით შეხვდება „მტევინო“ 2025 წლის ტურისტულ სეზონს

17-10-2024 15:00:00

გაზაფხულის სეზონს სიახლეებით შევხვდებით, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ხაშმში მდებარე სასტუმრო „მტევინოს“ მენეჯერმა ქეთი ხვედელიძემ განუცხადა.

„ვმუშაობთ განვითარების ახალ სტრატეგიაზე, რომელიც 2025 წლის გაზაფხულზე დასრულდება. 2025  წელს, სასტუმრო გაფართოებასა და უფრო მეტი ტურისტის მოზიდვას გეგმავს. 

დავიწყეთ სტრატეგიის განხორციელება. აუზი უკვე თითქმის დასრულებულია. ახლა ვიწყებთ კოტეჯების მშენებლობას და 2025 წლის მაისის ბოლოს მზად იქნება 5 კოტეჯი, გაიზრდება დამსვენებელთა განთავსების რაოდენობა. ასევე სასტუმროს დაემატება საუნა და საბავშვო სივრცე“, - ამბობს სასტუმროს მენეჯერი.  

მისი თქმით, შემოდგომის სეზონზე „მტევინოს“ დატვირთულობა მაღალია.

„გვსტუმრობენ ჩურჩხელის ამოვლების, პურისა და ხაჭაპურის ცხობისა მასტერკლასის მოყვარულები. ასევე სტუმრებს ვთავაზობთ ხინკლის მოხვევისა და მწვადის შეწვის მასტერკლასებსაც. ვმასპინძლობთ სკოლის ექსკურსიებს“, - ამბობს სასტუმროს წარმომადგენელი.

რაც შეეხება ფასებს, „მტევინოში“ განთავსება ორ ადგილიან ოთახში, საუზმით კვირის დღეებში 140 ლარი, ხოლო უქმეებზე 170 ლარი.

„მტევინოს“ ლოკაციაზე ასევე კომპანიას აქვს ღვინის ქარხანა, ღვინის მაღაზია და სტუმრებს სურვილის შემთხვევაში კულინარიული მასტერკლასებსაც სთავაზობენ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები