21 თებერვალს ნაპოლი - ბარსელონას საფეხბურთო მატჩი გაიმართება, რომლის ბილეთები საქართველოშიც ხელმისაწვდომია.
როგორც ტურისტული კომპანია Go Tour-ის დამფუძნებელი ნინო წიკლაური აცხადებს, აღნიშნული თამაში 2024 წლის 21 თებერვალსაა დაგეგმილი და Go Tour-ი პარტნიორების დახმარებით Distinti სექტორის ბილეთებს 600 ლარად ყიდის.
„ნაპოლის“ ბილეთებზე ზოგადად მაღალი მოთხოვნაა და მით უმეტეს, როცა საქმე „ნაპოლი“-„ბარსელონას“ თამაშს ეხება. ასეთი დონის თამაშები ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის უფრო მნიშვნელოვანია და ცხადია, ზრდის ბილეთებზე მოთხოვნას.
ჩვენ ვთავაზობთ როგორც პაკეტურ ტურებს, ისე მხოლოდ მატჩის ბილეთებს. გააჩნია რა სურს მათ. მატჩის ბილეთებით უზრუნველყოფა Go Tour-ის შემთხვევაში მაღალ დონეზეა აყვანილი, რადგანაც ნეაპოლში ისეთი პარტნიორები გვყავს, რომ მათ პირდაპირ „ნაპოლის“ კლუბიდან აქვთ ეს ბილეთები და „ჰაერი“, რომ იყიდება ათასნაირ საიტებზე და რისკებია, ეს ჩვენს შემთხვევაში გამორიცხულია.
Go Tour არ იყიდის U8 სექტორის ბილეთებს, იმიტომ, რომ კარის უკანაა და ძნელია ფეხბურთს უყურო. ჩვენ ბილეთებს ე.წ კუთხურიდან ვყიდით. არის ასევე VIP-პაკეტები. Go Tour -ს ყველა ტიპის ბილეთის მიწოდება შეუძლია მსურველისთვის“, - აღნიშნა Business Insider Georgia-სთან Go Tour-ის დამფუძნებელმა.
ნინო წიკლაურის თქმით, „ნაპოლი“ - „ბარსელონას“ საფეხბურთო მატჩის ბილეთები ლიმიტირებულია.
„უკვე ბილეთების რეალიზება აქტიურად ხდება. ჩვენს პარტნიორებს ბილეთები ლიმიტირებულად აქვთ და ამ ეტაპისთვის ნახევარი უკვე ფაქტობრივად შეკვეთილია“, - აღნიშნა წიკლაურმა.
Go Tour-ს დამფუძნებელი აცხადებს, რომ აღნიშნულ მატჩზე დასასწრებად ყველაზე ოპტიმალური პაკეტია, რომელიც 3 ღამეს მოიცავს და პაკეტის ფასი 2500 ლარიდან იწყება.
ნეაპოლში გადაფრენა თბილისიდან Lufhansa-ს მეშვეობით, მიუნხენში გადაჯდომით ხდება.
უახლესი
19 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა