მიმდინარე წელს დატვირთულობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იყო და აქტიურ სეზონზე (მაისი-სექტემბერი) თითქმის 100 % უდრიდა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სსასტუმრო Hotel & Wine Cellar ARGE -ს გენერალურმა მენეჯერმა თამუნა შიუკაშვილმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ზამთრის სეზონისთვის იგეგმება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რათამოხდეს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი დამსვენებლების დაინტერესება.
„ამ ეტაპზე, სასტუმროში ფუნქციონირებს 30 ოთახი, როგორც სტანდარტული, აგრეთვე, საოჯახოკატეგორია. ღირებულება ორ პერსონაზე, საუზმის გათვალისწინებით მერყეობს 200-250 ლარამდე.
ჩვენთან სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა დააგემოვნონ ადგილზე წარმოებული არგეს ექსკლუზიურიღვინო და ჭაჭა. აგრეთვე, საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ყურძნის კრეფაში და დაწურვაში.
ჩვენი კომპლექსი სტუმრებს სთავაზობს ტრადიციული კერძების მასტერკლასებს კახურ კუთხეში, ღვინის დეგუსტაციას,ასევე, საცხენოსნო და კულტურულ ტურებს“, - აცხადებს სასტუმროს მენეჯერი.
მისი ინფორმაციით 2024 წელს უცხოელი დამსვენებლების დინამიკა ასე გადანაწილდა: რუსეთი30%; ნიდერლანდები 30 %; გერმანია 10%; ისრაელი 10%; ინდოეთი 5%;უკრაინა 5%, ხოლო სხვაქვეყნებიდან ვიზიტორები 10%-ს შეადგენდნენ.
სასტუმრო და ღვინის მარანი „არგე“ მდებარეობს კახეთში, თელავიდან დაახლოებით სამკილომეტრში, სოფელ რუისპირში.
სასტუმრო კომპლექსი 2018 წლიდან მასპინძლობს როგორც ქართველ,ისე უცხოელ დამსვენებლებს.
უახლესი
1 საათის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია