რა საკითხებზე იმსჯელებენ მთავრობის სხდომაზე
13-11-2023 10:37:14
დღეს, 13 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 10 საკითხი:
- საქართველოს კანონის პროექტი ,,თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები,
- საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები,
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”,
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”,
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”,
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „შატო ბაგრატიონისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”,
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფ/პ ზურაბი აშკარელიშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”,
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,შპს „კოსტ გრუპის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე”,
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ჯიდიეი დანრეს“ შორის ,,ჯიდიეი დანრეს ქარის ელექტროსადგურის’’ შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“,
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „დოესი ენერჯის“ შორის „ქვახვრელის მზის ელექტროსადგურის“ განხორციელების ხელშეკრულების მოწონების შესახებ”.