დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა საკითხებზე იმსჯელებენ მთავრობის სხდომაზე

რა საკითხებზე იმსჯელებენ მთავრობის სხდომაზე

26-09-2023 10:17:46

დღეს, 26 სექტემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება. სხდომის დღისწესრიგის მიხედვით, მინისტრთა კაბინეტი დღეს 14 საკითხზე იმსჯელებს. ირკვევა, რომ 13 საკითხს კოლეგებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი წარუდგენს. 

დღისწესრიგით გათვალისწინებული საკითხებია: 

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ვერტექსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ივერია პალასისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №516 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „პარვუსისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“
  • აქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჰპპ ინვესტისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ”
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 სექტემბრის №1711 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს ,,კდ დეველოპმენტს’’ შორის ,,ღვლევის ქარის ელექტროსადგურის’’ შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე”
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს „უსასრულო ენერგიას“ შორის „იმერეთი-1“ ელექტროსადგურის შესახებ 2015 წლის 16 ნოემბერს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ”
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას და შპს „კახეთის მზეს“ შორის „სახენისი 1 მზის ელექტროსადგურის’’ შესახებ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ”
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას და შპს „კახეთის მზეს“ შორის „საგარეჯო 1 მზის ელექტროსადგურის“ შესახებ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ”
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობას და შპს „საქართველოს მზის კომპანიას“ შორის ,,უდაბნოს მზის ელექტროსადგურის’’ შესახებ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ”

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები