დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა რეგულაციები ამოქმედდება 2025 წლიდან საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის სეგმენტში - გურამ გურამიშვილი რეფორმაზე

რა რეგულაციები ამოქმედდება 2025 წლიდან საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის სეგმენტში - გურამ გურამიშვილი რეფორმაზე

19-07-2024 11:30:00

ქვეყანაში საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანის რეფორმა დაიწყო, რასაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კურირებს. როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა აღნიშნა, უკვე დამტკიცებულია ტექნიკურ რეგლამენტები, რაც ქვეყანაში მგზავრთა გადაყვანას გააუმჯობესებს.

„როგორც მოგეხსენებათ გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ქვეყანაში საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანების მოწესრიგებას გულისხმობს, ხოლო მიმდინარე წელს უკვე დამტკიცდა კანონქვემდებარე აქტი, რომელიც გულისხმობს იმ ტექნიკურ რეგლამენტებში სათანადო სტანდარტის შემოღებას, რაც ქვეყანაში მგზავრთგადაყვანას გააუმჯობესებს და ჩვენს მოსახლეობას მისცემს იმის საშუალებას, რომ უსაფრთხოდ, დროულად და ხარისხიანად იმგზავრონ ქვეყნის შიგნით. ამ მიზნით მთელი ნაბიჯები განხორციელდა და დღეს ვართ იმ ეტაპზე, რომ უკვე ვიღებთ განაცხადებს იმისთვის, რომ მაგისთანებისთვის ფაქტორი, რომელიც აუცილებელია ამ სტანდარტის ასაწევად გადამზიდავებში და ასევე სერტიფიცირების ნაწილში ავტოსადგურებთან განხორციელდეს“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

გურამ გურამიშვილი ფიქრობს, რომ რეფორმა რომელიც საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანებში სტანდარტიზაციას და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს გულისხმობს საკმაოდ რთულია. 

„საკმაოდ რთული რეფორმაა და კომპლექსური და შესაბამისად მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ პერიოდში სექტორს მიეცეს საშუალება, რათა დროულად და გეგმაზომიერად მოახდინოს აკომოდაცია იმ მოთხოვნებთან რომელიც ტექნიკური რეგლამენტით დადგინდა.

შესაბამისად ჩვენ ვაპირებთ, რომ 2025 წლის მარტიდან ეს ნებართვა სავალდებულო გახდეს, ხოლო რაც შეეხება ნებართვის მოპოვების სურვილს განაცხადები მიმდინარე წლის დეკემბრიდან მიიღება. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ გადამზიდავებზე და მათ ნებართვებზე. 

რთული სტანდარტები არ არის, რადგანაც საერთაშორისო გადაყვანების ნაწილში ეს სტანდარტი ისედაც დაცული იყო, ერთადერთი რაც დაემატება საქალაქთაშორისო გადამყვანის მსურველს, რომ მოიპოვოს ეს ნებართვა იქნება სიჩქარის შეზღუდვის მოწყობილობის და ტახოგრაფის დაყენება რომელიც აწესრიგებს სამუშაო რეჟიმებს. მინიმალური მოთხოვნა, რაც დღეს გადამზიდავის ნებართვის მოსაპოვებლად არის საჭირო არის ელემენტარული, რომ სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს ტექნიკურად გამართული, მძღოლი უნდა იყოს ჯანმრთელი და წარმოადგინოს ჯანმრთელობის ცნობა, ასევე ნარკოლოგიური დამოკიდებულების შესახებ ცნობა უნდა იყოს წარმოდგენილი. ეს არის ის მინიმალური მოთხოვნები, რომელიც ჩვენს გადამზიდავებს მოეთხოვებათ. აუცილებელია ასევე, რომ 2025 წლის 1-ელი მარტიდან სავალდებულო გახდეს რომ გადამზიდავს გააჩნდეს ნებართვა და ისე გავიდეს სადგურიდან“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე. 
 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები