დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა პროექტებზე დაიხარჯება Rooms Hotels-ის ბონდებიდან მიღებული კაპიტალი - ვალერი ჩეხერიას განმარტება

რა პროექტებზე დაიხარჯება Rooms Hotels-ის ბონდებიდან მიღებული კაპიტალი - ვალერი ჩეხერიას განმარტება

14-03-2024 18:00:00

ძალიან აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან Rooms Hotel-ის  ბონდების საკითხზე, რათა ისინი იყვნენ ბონდები მთავარი მყიდველები, - ამის შესახებ Business Insider-ს  Rooms Hotel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ განუცხადა

„ვმუშაობთ IFS-თან, EBRD-თან, აზიის განვითარების ბანკთან. ვაპირებთ, რომ ამ წელს აუცილებლად გამოვუშვათ ქართული ბონდები ლარში.  ბონდების მოცულობა იქნება $25 მილიონის ეკვივალენტი ლარში“, - განაცხადა ვალერი ჩეხერიამ.

Rooms Hotel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განმარტა, თუ რა მიმართულებით დაიხარჯება ბინდებიდან მიღებული კაპიტალი.

„ბონდებიდან შემოსული თანხის ნაწილი მოხმარდება სესხების რეფინანსირებას და ნაწილი ახალი პროექტების განხორციელებას. 

რაც შეეხება ახალ პროექტებს - აბასთუმანში ვაშენებთ ახალ სასტუმროს, „რუმსი“ 2025 წელს გაიხსნება. ასევე გვაქვს აქტიური გეგმები, რომ გავფართოვდეთ ბაკურიანის მიმართულებით და დავიმატოთ ბათუმი. გვაქვს ამბიციური გეგმები, როგორც ბიზნესჯგუფს. უცხოეთის ბაზარზე ვგეგმავთ გასვლას, ადგილობრივი პარტნიორების დახმარებით, თუმცა დადასტურებულად ვერ გეტყვით, რომელ ქვეყანასა და ქალაქში განვახორციელებთ პირველ პროექტს“,- განაცხადა ვალერი ჩეხერიამ. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები