დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა მოცულობის საყოფაცხოვრებო ნარჩენი შედის ლილოს პოლიგონზე

რა მოცულობის საყოფაცხოვრებო ნარჩენი შედის ლილოს პოლიგონზე

14-07-2023 18:00:06

თბილსში შეგროვილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მოცულობა იზრდება. Business Insider Georgia-თვის „თბილსერვისიდან“ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ლილოს პოლიგონზე (ნაგავსაყრელზე) თბილისიდან 24 საათში საშუალოდ 1 350 ტონა ნარჩენი შედის.

ლილოს პოლიგონის (ნაგავსაყრელი) მონაცემებით, 2023 წელს იანვარი-ივნისში პოლიგონმა 220 673.21 ტონა ნარჩენი მიიღო.

2022 წელს ეს მაჩვენებელი 418024.29 ტონას შეადგენდა, ხოლო 2021 წელს 393 643.14 ტონას. სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2022 წელს ლილოს პოლიგონმა 24 381.15 ტონით მეტი საყოფაცხოვრებო ნარჩენი მიიღო. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები