ინოვაციებზე ორიენტირებული სარეკლამო კომპანია Outdoor Effect Georgia, რომელიც Galleria Tbilisi-ს ფასადზე 3D LED ეკრანს ფლობს მოთხოვნის მიმართულებით არსებულ ტენდენციებზე საუბრობს.
დეტალებზე Business Insider Georgia კომპანია Outdoor Effect Georgia-ს ესაუბრა.
„2024 წელს ჩვენ უფრო უკეთესი მოლოდინები გვქონდა ვიდრე აღმოჩნდა, მაგრამ ეს მაღალი მოლოდინი გამომდინარეობდა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პირველი მონიტორი არის სომხეთის რესპუბლიკაში და იქ გაცილებით უფრო იყო დატვირთვა, ვიდრე საქართველოში. თუმცა ეს ალბათ გამოწვეული იყო იმით, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სარეკლამო ბაზარი უფრო დიდია, სომხეთში ჩვენი კომპანიის შესაძლებლობები უფრო ფართოა და ის ასორტიმენტი, რომელიც შეგვიძლია დამკვეთს შევთავაზოთ ასევე გაცილებით მრავალფეროვანია. სომხეთში 3D LED ეკრანების გარდა გვაქვს ჩვეულებრივი მონიტორები, ვერტიკალური მონიტორი, რომელიც უნიკალურია და სხვას არ აქვს. ასევე ათეულზე მეტი მონიტორი ერევნის მეტროში. არის, ასევე ერევნის ცენტრში სარეკლამო ადგილები გაჩერებებზე და სტაციონარული მრგვალი აფიშები და სხვა. რეალურად, სომხეთში გვაქვს გაცილებით მეტი პროდუქტი და აქედან გამომდინარე კომპლექსური შეთავაზებების გაკეთება ხდება“, - განმარტავენ Outdoor Effect Georgia-ში.
Outdoor Effect Georgia-მა გადაწყვიტა ბაზარზე უნიკალური ნიშა დაიკავოს
„გადავწყვიტეთ, რომ გვქონდეს უნიკალური ნიშა. გასული წლის ბოლოს 3D LED ეკრანს დავამატეთ ერთი ფუნქცია, რომელიც მას უკვე ხდის უნიკალურს, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს მასშტაბითაც. ეს არის პირველი 3D LED ეკრანი, რომელსაც ინტერაქციის ფუნქცია აქვს. კი მსოფლიოში არის ეკრანები, რომელსაც აქვთ ინტერაქციის ფუნქცია, მაგრამ 3D LED ეკრანების მიმართულებით პირველები ვართ.
Outdoor Effect Georgia ამ დროისათვის მოლაპარაკებებს აწარმოებს პარტნიორებთან, რათა მოხდეს ძალების გაერთიანება და დამკვეთებისთვის ერთიანი შეთავაზების გაკეთება.
„ამ ეტაპზე მოლაპარაკებები გაქვს ერთ-ერთ კრეატიულ ჯგუფთან, რომელთაც ბათუმში სურთ 3D LED ეკრანის განთავსება. ასევე თბილისში „სითი მოლზე“ დაიდო 3D LED მონიტორი. გვინდა, რომ ერთგვარი კოოპერაცია გავაკეთოთ და ერთიანი ძალებით გავაკეთოთ შეთავაზება“, - აცხადებენ Outdoor Effect Georgia-ში.
აღსანიშნავია, რომ 3D LED ეკრანი კრეატიული იდეების კიდევ უფრო ეფექტური გზით გამოხატვის შესაძლებლობას იძლევა.
უახლესი
6 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7755 ლარია