დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია VR Shekvetili Forest-Beach By Paragraph-ის პროექტის მიმდინარეობა

როგორია VR Shekvetili Forest-Beach By Paragraph-ის პროექტის მიმდინარეობა

14-03-2025 19:00:00

VR Shekvetili Forest-Beach By Paragraph-ის სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია და შეიძლება ითქვას, რომ ფუნდამენტის სამუშაოები დასრულდა, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას VR Holding-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფაშალიშვილმა განაცხადა, რომელმაც დეტალურად  ისაუბრა VR Shekvetili Forest-Beach By Paragraph-ის ​პროექტზე. 

„დავამატებ ერთ მნიშვნელოვან დეტალს, პირველივე ფაზაში ინფრასტრუქტურის ნაწილში არამარტო აუზი და ფიტნესი იქნება, იქნება ასევე სხვადასხვა სახის რესტორნები და ბარები. იქნება ასევე ჩოგბურთის მოედნები. ჩვენი ერთ-ერთი ღირებულება და მიმართულება არის ჯანსაღი ცხოვრების სტილის შეთავაზება ჩვენი მომხმარებლებისთვის“, - ამბობს ბექა ფაშალიშვილი. 

VR Shekvetili Forest-Beach By Paragraph დანიშნულების ახალი ადგილია შავიზღვისპირეთში, რომელიც ოთხივე სეზონის აქტიური ცხოვრებისთვისაა გათვლილი. პროექტი პარაგრაფის მომიჯნავედ 40 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენდება. ბუნების 4 მაცოცხლებელი ენერგიის და მსოფლიოს უახლესი არქიტექტურის სინთეზი რეგიონში მიზიდულობის ახალ ეპიცენტრს გააჩენს და დიდ წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

ინოვაციური და მრავალფუნქციური პროექტისთვის ლოკაცია გამორჩეული ბუნებრივი მახასიათებლების გამო შეირჩა: გამაჯანსაღებელი მაგნიტური ქვიშა, ნოტიო სუბტროპიკული და იონიზირებული ჰავა; მრავალწლოვანი ბიჭვინთის ფიჭვნარი და სამკურნალო თვისებებით გამორჩეული მაგნიტური სანაპირო და ზღვის სუფთა წყალი მომავალი მობინადრეების ჯანმრთელობაზე სასიკეთო გავლენას მოახდენს.

ჩვენი პროექტის მახლობლად მდებარეობს:
• პარაგრაფი რესორტ & სპა
• ბლექ სი არენა
• მინიატურების პარკი
• დენდროლოგიური პარკი
• ციცინათელას პარკი
• მუსიკოსთა პარკი

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები