VR Holding-ი გურიაში, კონკრეტულად კი შეკვეთილში VR Shekvetili Forest-Beach By Paragraph-ის პროექტს ახორციელებს, რომელიც უკვე არის ახალი დანიშნულების ადგილი შავიზღვისპირეთში, რომელიც ოთხივე სეზონის აქტიური ცხოვრებისთვისაა გათვლილი.
ბუნების 4 მაცოცხლებელი ენერგიის და მსოფლიოს უახლესი არქიტექტურის სინთეზი რეგიონში მიზიდულობის ახალ ეპიცენტრს გააჩენს და დიდ წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.
როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას VR Holding-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფაშალიშვილმა განაცხადა, პროექტის უნიკალურობიდან გამომდინარე ის გათვლილია, როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ.
„პროექტი VR Shekvetili Forest-Beach By Paragraph უნიკალურია, არამხოლოდ მისი კონცეფციითა და მასშტაბით, იმიტომ, რომ 40 ჰა-ს მოიცავს, მსგავსი მიწის ნაკვეთი, რომ ერთი კომპანიის მფლობელობაში იყოს საქართველოს შავი ზღვის არეალში ფიზიკურად არ არსებობს. რაც არის უნიკალური და თავიდანვე გარანტირებულ მდგომარეობაში აყენებს მომავალ მობინადრეს, იმიტომ, რომ წინასწარ იცის სად რა აშენდება, ხედი დაეფარება თუ არ დაეფარება - ამის შიდა შფოთი ფიზიკურად არ არსებობს. უნიკალურია მისი ადგილმდებარეობითაც და ეკუთვნის გურიას. აქედან გამომდინარე ბახმაროს მთა და ირგვლივ ის ბიჭვინთის ფიჭვნარი, რომელიც შეკვეთილშია ისეთ მიკროკლიმატს ქმნის, რომ მის სეზონურობას უფრო მეტად ახანგრძლივებს. პროექტი თავიდან ბოლომდე განპირობებულია ორი მიზნით: საინვესტიციო ისე საცხოვრებელი მიზნით. ჩვენს მომავალ მობინადრეებს და ინვესტორებს ვეხმარებით ამ ბინის შეძენის შემთხვევაში მის გაქირავებაში. მას აქვს გარანტირებული შემოსავალი, რაშიც ჩვენ სრულად ვეხმარებით. ჩვენ ვართ ჩართულები მის მენეჯმენტსა და მართვაში. პირველი ფაზა მოიცავს 11 სართულიან შენობას, სადაც 400-მდე აპარტამენტია განთავსებული. ყველა ბინა ბარდება სრული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით. ანუ დამატებით ამაზე ზრუნვა მომხმარებელს აღარ უწევს. საინტერესოა ისიც, რომ პირველივე ფაზაში ექნება მომხმარებელს ყველა ის ინფრასტრუქტურა, რაც სჭირდება სრულფასოვანი ცხოვრებისთვის, როგორიც არის აუზი დახურული და ღია. ფიტნესი. აუზში იქნება ზღვის გაფილტრული წყალი.
ყველაზე საინტერესო რაც ჩვენ პირველივე ფაზაში გავაკეთეთ, რამდენიმე კვირის წინ გამოვიტანეთ ახალი 6 სართულიანი შენობა. დაბალ განაშენიანებასაც ვუსვამთ ხაზს, სადაც ჩვენს მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, რომ დამრგვალებულად 55 ათასი დოლარის ფარგლებში შეიძინოს ბინა და თუ მას სურვილი აქვს, რომ თავად გაარემონტოს, ცხადია თვითონაც შეუძლია გაარემონტოს და თუ სურვილი აქვს, რომ ჩვენ მივიღოთ ამაში მონაწილეობა რა თქმა უნდა შეუძლია, რომ დაუკვეთოს“, - აცხადებს ბექა ფაშალიშვილი.
VR Holding-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმითვე, პროექტისადმი ინტერესი საკმაოდ დიდია.
„ეს არის ისეთი სამიზნე აუდიტორია, რომელიც უშუალოდ საქართველოში ცხოვრობს, ასევე ემიგრანტიცაა. საერთაშორისო მასშტაბითაც, რომ ვაკვირდებით გაყიდვების ტემპს, ისეთი პროდუქტი გამოვიტანეთ, რომ ინტერესს იწვევს. იმიტომ, რომ ირგვლივ არის ისეთი ტურისტული ცენტრები, როგორიც არის დენდროლოგიური პარკი, Black Sea Arena, მუსიკოსთა პარკი, ბათუმთან სავალი მანძილი სულ რაღაც 45 წუთია. Paragraph Resort & Spa Shekvetili, Autograph Collection-თან, რომაა მომიჯნავედ ესეც დიდი როლს თამაშობს“, - აცხადებს VR Holding-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
VR Holding-ის წარმომადგენლის თქმით, კომპანიის მთავარი ღირებულებები არის ის, რომ გარდა იმისა, რომ შექმნას ახალი და ინოვაციური პროექტები კონკრეტულ ადგილებში, რომელიც მანამდე აუთვისებელი იყო. ასევე ქალაქის განაშენიანება ამ მიმართულებითაც სხვანაირად აითვისოს.
უახლესი