დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა მოცულობის გაზის იმპორტს გეგმავს საქართველო 2024 წელს

რა მოცულობის გაზის იმპორტს გეგმავს საქართველო 2024 წელს

08-01-2024 12:00:00

საქართველო 2024 წელს აზერბაიჯანიდან 3,017.383 მლნ კუბ/მ გაზის იმპორტს გეგმავს, ხოლო რუსეთიდან 200.000 მლნ კუბ/მ გაზის იმპორტს. ამის შესახებ ნათქვამია 2024 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დოკუმენტში.

ირკვევა, რომ მთლიანობაში 2024 წელს ქვეყნის გაზის მოწოდების პროგნოზი 3,231.516 მლნ კუბ/მ-ია, საიდანაც შაჰ-დენიზის (დამატებითი +ოფციური) წილი იქნება 1,515.862 მლნ კუბ/მ, ხოლო სოკარი-ს მეშვეობით ქვეყანა 1,501.521  მლნ კუბ/მ ბუნებრივ გაზს მიიღებს.

2024 წელს ადგილობრივი მოპოვება 14.133 მლნ კუბ/მ დონეზე ივარაუდება.

რაც შეეხება გაზზე მოთხოვნის პროგნოზს, ის 2024 წელს 3,191.516 მლნ კუბ/მ იქნება, საიდანაც სოციალური ბუნებრივი გაზი იქნება 2,221.461 მლნ კუბ/მ, თბოელექტროსადგურების მიერ მოთხოვნა 762.550  მლნ კუბ/მ-ს მიაღწევს, ხოლო უშუალოდ მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნის პროგნოზი 1,458.911 მლნ კუბ/მ-ის დონეზეა, ხოლო კომერციული სექტორის მხრიდან მოთხოვნის პროგნოზი 970.055 მლნ კუბ/მ-ია.

2024 წელს ტრანსპორტირებისას გაზის დანაკარგის მაჩვენებელი კი 40.000 მლნ კუბ/მ-ზეა პროგნოზირებული. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები