ზაფხულის ტურისტულ სეზონზე თელავის მუნიციპალიტეტში სოფელ ართანაში მდებარე Chateau Artwine - შატო ართვაინი 75%-მდე დატვირთულობას ელოდება. როგორც Business Insider Georgia-სთან „შატო ართვაინის“ გენერალურმა მენეჯერმა ანა გაბაშვილმა განაცხადა, იმისათვის, რომ შედარებით კარგი სეზონი იყოს, სასტუმრომ გარკვეული აქციები უკვე აამოქმედა.
„ზაფხულის სეზონზე დატვირთულობის ზრდას ველოდებით. ჩვენი მოლოდინია, რომ სეზონზე 65-75%-მდე დატვირთულობა გვექნება. ვფიქრობთ, რომ ზაფხულში დატვირთულობა ზამთართან შედარებით მაღალი იქნება.
„შატო ართვაინი“ გათვლას უფრო უცხოელ ტურისტებზე აკეთებს. რეალურად დღეისათვის დაჯავშნის პლატფორმებზე გაშვებული გაქვს პრომო აქციები, როგორც ქართულ, ისე ევროპულ და ამიერკავკასიის ქვეყნებზე. აქტივობები უკვე ფიქსირდება, როგორც ევროპის, ისე ამიერკავკასიის ქვეყნებიდან. მაგალითად გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ბელგიიდან. საუბარი მაქვს იმ ჯავშნებზე, რაც რეალურად დღეს გვაქვს“, - აცხადებს სასტუმროს გენერალური მენეჯერი.
ანა გაბაშვილის თქმით, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე „შატო ართვაინის“ მაგალითზე საშუალო ღამისთევების რაოდენობა 3-4 დღეა.
„კახეთში ზოგადად სეზონი იწყება მაისიდან და ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება. „შატო ართვაინისთვის“ ყველაზე დიდი ნიშა, რაც შეიძლება იყოს ეს არის ავთენტურობა. ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ, როგორც ავთენტურ გარემოს, ისე კომფორტულ ოთახებს, მოდერნისტულ სტილს და ამ ორი კახური სტილის და თანამედროვე სამყაროს შერწყმას. ამასთან ერთად თუ გადაღლილი ხართ და ქალაქის ქაოსმა დაგღალათ „შატო ართვაინი“ მართლა იდეალური ადგილია იმისთვის, რომ ჩამოხვიდეთ, განმარტოვდეთ და დაისვენოთ. ჩვენ ულამაზეს ხედებს ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს. „შატო ართვაინი“ ისეა განთავსებული, რომ ორივე ხედი აქვს არაჩვეულებრივი. საკმაოდ ლამაზი ეზო გვაქვს და აუზი“, - ამბობს „შატო ართვაინის“ გენერალური მენეჯერი.
„შატო ართვაინი“ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე სტუმრებს გარკვეულ სიახლეებსაც დაახვედრებს.
„გვექნება განახლებული სასმელების მენიუ, გვექნება რესტორნის განახლებული მენიუ, გვექნება სიახლეები სერვისთან დაკავშირებით. წელს უფრო მაღალი სერვისი გვექნება, ვიდრე შარშან გვქონდა. ამ ყველაფრის ფონზე ვფიქრობთ, რომ დატვირთულობაც მოიმატებს“, - ამბობს სასტუმროს გენერალური მენეჯერი.
დღეისთვის ზაფხულის სეზონისთვის სასტუმროში ღამისთევის ფასები 350 ლარიდან 550 ლარამდეა.
აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სესხის პროცენტის თანადაფინანსების ფარგლებში, „შატო ართვაინი“ 2021 წელს კახეთის სოფელ ართანაში გაიხსნა. სასტუმრო 4-ვარსკვლავიანია და 32 ნომერს მოიცავს.
სხვა მომსახურებებთან ერთად „შატო ართვაინი“ სტუმრებს უნიკალურ ღვინოებს სთავაზობს, რომელიც ექსკლუზიურად, სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ მარანში მზადდება.
„შატო ართვაინი“ მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე. სამომავლოდ ტერიტორიის გაფართოებასა და ინდივიდუალური ვილების აშენება იგეგმება.
უახლესი
1 საათის წინ
თებერვალში რუსეთიდან გადმორიცხვები 44.7%-ით შემცირდა11 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7759 ლარია