თბილისი მოლი • Tbilisi Mall, რომელიც საქართველოში პირველი მულტიფუნქციური შოპინგ ცენტრია, მიმზიდველობას არ კარგავს. 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე მოლში რამდენიმე ახალი ობიექტის გახსნა უკვე მოესწრო. როგორც Business Insider Georgia-ს თბილისი მოლის ადმინისტრაციაში განუცხადეს, 2 თვეში 6 ახალი ობიექტის დამატება მოხდა.
უფრო კონკრეტულად, თბილისი მოლის პირველ სართულზე დაემატა: შარკნინჯა (ტექნიკა), კოკო-ს ყვავილები (საჩუქრები, ყვავილები), ნოზარტი (ხის აქსესუარები) და ლალინი (კოსმეტიკა).
რაც შეეხება მეორე სართულს, აქ მედიცინე-სა (ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელი) და დუბაის სუნამოების (პარფიუმერია) ობიექტები გაიხსნა.
თბილისი მოლი 2012 წელს გაიხსნა და ის ქვეყნის მასშტაბით პირველი შოპინგ ცენტრის სტატუსის მატარებელია. მოლის ტერიტორიაზე კომერციული ფართები სამ სართულზეა განაწილებული და 74 000 კვ.-ს იკავებს. აქ წარმოდგენილია ცნობილი, საერთაშორისო ბრენდები და ქსელები, ასევე პოპულარული ბრედ-კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები. 15 000 კვ.მ-ზე განთავსებულია ჰიპერმარკეტი, ხოლო 400 კვ.მ-ზე - საბავშვო გასართობი ობიექტი და კონტაქტური ზოოპარკი. მოლის ზედა სართულზე ფუნქციონირებს მრავალდარბაზიანი კინოთეატრი. მიწისქვეშ, სამ სართულზე, მოწყობილია 2000-ადგილიანი ავტოსადგომი. სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ხელმისაწვდომია ისეთი სერვისები, როგორიც არის უფასო პარკირება, ქიმწმენდა, მანქანის რეცხვა, სამკერვალო და სხვა, რაც მომხმარებელს მეტ კომფორტს უქმნის და დროის დაზოგვაში ეხმარება.
უახლესი
4 საათის წინ
თებერვალში რუსეთიდან გადმორიცხვები 44.7%-ით შემცირდა14 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7759 ლარია