დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა გამოწვევებია საქართველოს შრომის ბაზარზე - ლევან ვეფხვაძის შეფასება

რა გამოწვევებია საქართველოს შრომის ბაზარზე - ლევან ვეფხვაძის შეფასება

17-03-2025 17:00:00

ჩვენ გლობალურ სამყაროში ვმუშაობთ და არის კადრების გლობალური კონკურენცია, შესაბამისად, კადრები მოძრაობენ იმ მიმართულებით, სადაც მაღალი ხელფასია, - ასე გამოეხმაურა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი შრომის ბაზარზე არსებულ ტენდენციებს. 

ლევან ვეფხვაძის შეფასებით, ერთის მხრივ არის უმუშევრობა და მეორეს მხრივ კადრების დეფიციტი, თუმცა ბიზნესმა ერთგვარი გამოსავალი იპოვა და საკუთარი ტრენინგ ცენტრებით ცდილობს საჭიროებისამებრ კადრების მომზადებას. 

„ორი ძირითადი პრობლემაა. პრობლემაა, რომ ჩვენ გლობალურ სამყაროში ვმუშაობთ და არის გლობალური კონკურენცია კადრების და შესაბამისად კადრები მოძრაობენ იმ მიმართულებით, სადაც მაღალი ხელფასია და იქ სადაც დიდია ეკონომიკა. განვითარებულ ეკონომიკაში ხელფასები უფრო მაღალია და შესაბამისად ხდება გადადინება. ეს ჩვენი ფენომენი და ქართული პრობლემა არ არის. ეს არის ზოგადად გლობალური პრობლემა. და მეორე ეს არის ის, რომ ჩვენ გარკვეული პერიოდი განათლებაში გამოვტოვეთ ისეთი ტიპის მიმართულებები, რომელიც დღეს ძალიან საჭიროა. მათ შორისაა ტექნიკური STEM განათლება, მათემატიკური განათლება და ასე შემდეგ. ცალკეა პროფესიული განათლება, სადაც 10%-ით გაიზარდა იმ სტუდენტების რაოდენობა რომელთაც ამ მიმართულებით მიმართეს. ამ რიცხვებში არ შედის ბიზნესის მიერ მიმართული კონტრიბუცია, რომლებმაც უკვე შექმნეს ტრენინგ ცენტრები და მოკლევადიანი, მათ შორის აკრედიტებული პროგრამებით ახდენენ გადამზადებას. ეს პროგრამები მოკლე პერიოდში იძლევა ძალიან სერიოზულ შედეგებს, იმიტომ, რომ ერთის მხრივ ჩვენ გვყავს უმუშევრების რაოდენობა ჯერ კიდევ, მეორეს მხრივ არის კადრების დეფიციტი. ამ პროგრამებით არის სწორედ შესაძლებელი, რომ ეს ადამიანები გადავამზადოთ და იმ ტიპის პროფესიონალებად მივიღოთ, რომელზედაც დღეს ბაზარზე მოთხოვნა არის“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ. 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები