დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თებერვალში რუსეთიდან გადმორიცხვები 44.7%-ით შემცირდა

თებერვალში რუსეთიდან გადმორიცხვები 44.7%-ით შემცირდა

18-03-2025 03:07:00

თებერვლის თვის ფულადი გზავნილების სტატისტიკის თანახმად, კლების ტენდენციით ხასიათდება ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან და თებერვალში აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით  44.7%-ით შემცირდა.

ამასთან, თებერვალში გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44%-ს შეადგენს, შესაბამისი 110.7 მლნ აშშ დოლარით. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.

ზრდა ფიქსირდება აშშ-დან გადმორიცხვების ნაწილშიც, რაც წლიური 13.9%-ით გაიზარდა და 47.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2025 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 252.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5.3%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ცნობისთვის, 2025 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.7 მლნ აშშ დოლარი

(80.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები