დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა მიზნით გასცემენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფიზიკურ პირებზე სესხებს

რა მიზნით გასცემენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფიზიკურ პირებზე სესხებს

15-06-2023 18:00:47

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების 51%-ი სალომბარდე სესხებზე მოდის. 

როგორც სებ-ის საიტზე განთავსებული მონაცემებიდან ირკვევა, 2023 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ, ფიზიკური პირების დაკრედიტებაში, სალომბარდე სესხების პორტფელის მოცულობამ 790 666 475 ლარი შეადგინა.

27%-ით მეორე ადგილზეა სამომხმარებლო სესხები - 416 857 330 ლარი.

უფრო კონკრეტულად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ პირველი კვარტლის მდგომარეობით ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების მოცულობა 1 553 392 939  ლარია, საიდანაც დაკრედიტება ასე გადანაწილდა:

  • ვაჭრობა და მომსახურება - 183 959 844 ლარი;
  • სამომხმარებლო სესხები - 416 857 330 ლარი;
  • სოფლის მეურნეობა - 104 790 236 ლარი;
  • ონლაინ სესხები - 29 949 ლარი;
  • ლომბარდი - 790 666 475 ლარი;
  • განვადება - 49 372 312 ლარი;
  • სხვა - 7 716 792 ლარი;

სტატისტიკა აჩვენებს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების პორტფელში პირველია სალომბარდე სესხები, შემდეგ სამომხმარებლო, ხოლო მესამე პოზიციაზეა ვაჭრობასა და მომსახურების სექტორზე გაცემული სესხები. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები