ზოგადად შემოდგომის სეზონიდან აქტიურდება ევროპის მიმართულებები, აქტუალურობას იძენს არა საზღვაო ქალაქები არამედ კულტურული დასვენებისთვის გათვალისწინებული ტურები, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ტურისტული კომპანია Voyager 365-ის გენერალურმა მენეჯერმა გოგა ქუცნიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპის მიმართულებებიდან შემოდგომიდან ყველაზე მოთხოვნადია: ვენა, პრაღა, ბუდაპეშტი, რომი და სხვა.
„იმავდროულად იწყება აზიის მიმართულებების სეზონი, პირობითად ტაილანდი, მალდივები, სეიშელის კუნძულები. აღნიშნულ მიმართულებებზე მოთხოვნის ზრდა ოქტომბრის ბოლოდან უკვე სახეზეა.
რაც შეეხება კიდევ ერთ მიმართულებას, სადაც ანალოგიურ პერიოდში მზარდი მოთხოვნაა, ეს არის ეგვიპტე. ზაფხულის სეზონზე ეგვიპტეში საკმაოდ მაღალი ტემპერატურაა და ნაკლებად ირჩევენ დროის ამ პერიოდში ეგვიპტეს.
ასევე ამ პერიოდში აქტიურდება არაბეთის გაერთიანებული საამიროების მიმართულება“, - ამბობს გოგა ქუცნიაშვილი.
Voyager 365-ის გენერალური მენეჯერი ტურისტული პაკეტების ღირებულებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ევროპის მიმართულებაზე ტურების ფასები ბევრ რამეზეა დამოკიდებული. კერძოდ, გააჩნია ტურისტი უფრო კომფორტზეა ორიენტირებული, თუ უფრო მეტად ბიუჯეტურ პაკეტზე.
„კონკრეტული თარიღებიდან გამომდინარე ევროპის მიმართულებით ავიაბილეთები და შესაბამისად პაკეტის ფასები ცვალებადია. თუმცა ზოგადად გასულ წელთან შედარებით პაკეტების ღირებულება გაზრდილია. მხოლოდ ავიაბილეთის ფასი 30-40%-ითაა გაზრდილი. ფასების რამდენიმე პროცენტიან ზრდას კიდევ ველოდებით, რადგანაც ნავთობის და მათ შორის საავიაციო ნავთის ფასი იზრდება. ამ ფონზე კი ლოგიკურია, რომ საწვავის ფასების ზრდა ავიაბილეთების ფასების ზრდასაც გამოიწვევს“, - აცხადებს Voyager 365-ის ხელმძღვანელი.
რაც შეეხება ტაილანდის, მალდივების, სეიშელის კუნძულების მიმართულებით მოთხოვნა ნოემბრის დასაწყისიდან იზრდება.
გოგა ქუცნიაშვილი ამბობს, რომ მალდივების მიმართულებით ტურების დაგეგმა ქუთაისის აეროპორტიდანაცაა შესაძლებელი და ქუთაისიდან ფრენის გათვალისწინებით ტურის ღირებულება 2500 ლარიდანაა, ხოლო თბილისიდან ღირებულება გაცილებით მაღალია.
„რაც შეეხება სეიშელის კუნძულებს, სეიშელის ნაკადს ქუთაისიდან ვერ განვიხილავთ, რადგანაც ქუთაისიდან ფრენები შესაბამისი არ არის. ამიტომ განვიხილავთ თბილისიდან ფრენებს და ამიტომ ტურის დაახლოებითი ბიუჯეტი 5500-6000 ლარიდან უნდა განვიხილოთ.
ამ შემთხვევაში ფასები შედარებით შენარჩუნებულია, რადგანაც თბილისიდან მოგზაურობა ყოველთვის შედარებით ძვირი ღირდა და ახლა კი საბოლოო პაკეტის ღირებულებაზე მნიშვნელოვან სხვაობას არ იძლევა“, - აცხადებს Voyager 365-ის გენერალური მენეჯერი.
უახლესი
26 წუთის წინ
ხელოვნური ინტელექტი Coca-Cola-ს საახალწლო კამპანიაში14 საათის წინ
კანადაში ექსპორტი 71%-ითაა გაზრდილი16 საათის წინ
რომელი ქვეყნებიდან ახდენს საქართველო ზეთის იმპორტს